აბისკუს ეროვნული პარკი

აბისკუ (შვედ. Abisko) — ეროვნული პარკი შვედეთში.

აბისკუს ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა შვედეთის დროშა შვედეთი
უახლოესი ქალაქი კირუნა
კოორდინატები 68°19′ ჩ. გ. 18°41′ ა. გ. / 68.317° ჩ. გ. 18.683° ა. გ. / 68.317; 18.683
ფართობი 77 კმ²[1]
დაარსდა 1909 წ [1]
მმართველი ორგანო შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო
აბისკუ მონიშნულია ციფრით 2

გეოგრაფიულად, აბისკო მდებარეობს ლაპლანდიის რეგიონში, ნორვეგიასთან საზღვრის სიახლოვეს და მიეკუთვნება კირუნის მუნიციპალიტეტს, რომელიც უდიდესია შვედეთში და ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. პარკი შვედეთის ერთ-ერთი უდიდესი ტბის — ტურნეტრესკის ნაპირებიდან იწყება, სადაც მდებარეობს სოფელი აბისკუ და იშლება სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ზე. მდებარეობს არქტიკული წრიდან 195 კმ-ით ჩრდილოეთით. მთლიანი ფართობი 77 კმ²-ს შეადგენს.

პარკი 1909 წელს შეიქმნა. ამავე წელს მიღებულ იქნა შვედეთის პირველი კანონი ბუნების დაცვის შესახებ. ეროვნული პარკის შექმნის მიზანი იყო „ჩრდილოეთ სკანდინავიური ტყიანი ბუნების თავდაპირველი პირობების დაცვა და სამეცნიერო კვლევების ჩატარება“. რეგიონმა მეცნიერებს შორის მართლაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია, მისი შესწავლის მიზნით შეიქმნა აბისკოს მეცნიერული კვლევების სადგური. გარდა ამისა, მიიჩნევდნენ, რომ ეროვნული პარკი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდებოდა.

პარკი განსაკუთრებით გამოირჩევა ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Abisko National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-18. ციტირების თარიღი: 2009-02-27.