ტომოძი აბე
(გადამისამართდა გვერდიდან აბე ტომოძი)
ტომოძი აბე (იაპონ. 阿部 知二; დ. 26 ივნისი, 1903 — გ. 23 აპრილი, 1973) — იაპონელი მწერალი, კრიტიკოსი, მთარგმნელი.
ტომოძი აბე | |
---|---|
იაპონ. 阿部知二 | |
დაბადების თარიღი | 26 ივნისი, 1903[1] |
დაბადების ადგილი | მიმასაკა |
გარდაცვალების თარიღი | 23 აპრილი, 1973 (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტოკიო |
საქმიანობა | რომანისტი[1] , მთარგმნელი, მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი[1] |
ენა | იაპონური ენა |
მოქალაქეობა |
იაპონია[1] იაპონიის იმპერია |
ალმა-მატერი | ტოკიოს უნივერსიტეტი და ნაგოიის უნივერსიტეტი |
Magnum opus | Q16620294? |
მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია რომანი „ზამთრის თავშესაფარი“ (1936). ემხრობოდა იმ ლიტერატურულ-ესთეტიკურ მიმდინარეობას („ახალი ხელოვნების სკოლა“), რომელიც აშკარად დაუპირისპირდა პროლეტარულ ლიტერატურას. აბეს ნაწარმოებების მთავარი თემაა ინტელიგენციის სულიერი სამყარო (რომანი „ქარბუქი“, 1938), განსაკუთრებით ომის შემდგომი ახალგაზრდობის სულისკვეთება (რომანები — „გაზაფხულის ღამე“, 1949, „შავი აჩრდილი“, 1950 და სხვა.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 24-25.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 4. — ISBN 978-2-221-06888-5