აბესალომი (ებრ. אַבְשָׁלוֹם, აბშალომ, სიტყვასიტყვით: „მშვიდობის მამა“) — ძველი აღთქმის (სამოელი 13-19) მიხედვით, ისრაელის მეფე დავითის მესამე ვაჟი გესურის მეფის ქალიშვილისგან, მისი უსაყვარლესი პირმშო.

„აბესალომის სიკვდილი“. გობელენი, ესპანეთი, 1762.

თავისი დის, თამარის გაუპატიურებისთვის მოაკვლევინა თავისი ძმა, ამნონი. ამის შემდეგ სირიაში გაიქცა, მაგრამ დაბრუნდა მამის გულმოწყალების იმედად. მიუხედავად იმისა, რომ დავითს აბესალომი ძალიან უყვარდა, ამ უკანასკნელმა მეფობა მოინდომა და მამას აუჯანყდა ხებრონში. აბესალომმა იერუსალიმი დაიკავა და აიძულა დავითი ქალაქიდან გაქცეულიყო, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში ეფრემის ტყეში დამარცხდა. ბრძოლის ველიდან ცხენით გაქცეული აბესალომი გრძელი თმით წამოედო ხის ტოტებს. მას დავითის მხედართმთავარი იოაბი წამოეწია და ისრებით მოკლა. დავითმა ძალიან იდარდა შვილის დაღუპვა. აბესალომი დიდ თხრილში დამარხეს და ზედ ქვები დააყარეს. ტრადიციულად მის განსასვენებლად მიიჩნევენ იერუსალიმის კედრონის ხეობაში მდებარე კლდეში ნაკვეთ ძველ მონუმენტურ აკლდამას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბიბლიის ლექსიკონი: მასალები: ტ.1 და ტ.2 / შემდგენლები: ელგუჯა გიუნაშვილი, ზურაბ კალანდაძე; რედაქტორი: ზურაბ სარჯველაძე. თბ., 2000. ISBN 90140573.