აბერაცია (ოპტიკა)
ოპტიკური სისტემის აბერაცია — გამოსახულებათა ცთომილებანი, რომელთაც იძლევა ოპტიკური სისტემები. აბერაციის დროს ოპტიკური გამოსახულება არ არის სავსებით მკაფიო, ზუსტად არ შეესაბამება ობიექტს ან შეფერილია. განსაკუთრებით აღსანიშნავია აბერაციის შემდეგი სახეობები:
აბერაციის სახეები
რედაქტირებაგეომეტრიული აბერაცია
რედაქტირებასფერული აბერაცია, კომა — ოპტიკური გამოსახულების ნაკლი, რომელიც წარმოიშობა ოპტიკურ სისტემაში სინათლის სხივების ირიბად გავლისას. თუ ოპტიკურ სისტემაში გავლისას სფერული ტალღა დეფორმაციას განიცდის და აღარაა სფერული, მაშინ სინათლის რთულ კონას ვღებულობთ. ასეთ კონას ეწოდება ასტიგმატური, თვით მოვლენას კი — ასტიგმატიზმი.
დისტორსიად წოდებული აბერაციისათვის დამახასიათებელია გამოსახულების მთელი არის ფარგლებში ხაზოვანი გადიდების არაერთგვაროვნება. ოპტიკურ სისტემას შეიძლება ერთდროულად ჰქონდეს აბერაციის რამდენიმე სახე. აბერაციის გასწორება ხდება რთულ ოპტიკურ სისტემებში ლინზების შერჩევით და ძნელ ამოცანად ითვლება.
ქრომატიული აბერაცია
რედაქტირებააბერაციის ზემოჩამოთვლილ სახეებს გეომეტრიული ეწოდება. გარდა ამისა არსებობს აბერაცია ქრომატული. ოპტიკურ სისტემებში გამოსახულების ნაკლოვანება დაკავშირებულია აგრეთვე სინათლის ტალღურ ბუნებასთან და წარმოიშობა დიაფრაგმებზე, ლინზათა ბუდეებზე და ა. შ. სინათლის დიფრაქციის შედეგად. დიფრაქციის გავლენა, აბერაციის სხვა სახეებთან შედარებით, ჩვეულებრივ მცირეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 26.