სფერული აბერაცია
სფერული აბერაცია — ოპტიკური სისტემის ცთომილება, როდესაც სისტემის ცალკეული რგოლისებრი ზონები ოპტიკურ ღერძზე მდებარე წერტილის გამოსახულებას ღეძის სხვადასხვა ადგილზე იძლევა. თუ სხვა აბერაციას არ აქვს ადგილი, მაშინ სფერული აბერაციის შედეგად სისტემის ღერძის მართობულ ეკრანზე მიიღება არა წერტილოვანი გამოსახულება, არამედ მკვეთრი ბირთვიანი რგოლი მის ირგვლივ თანდათან შესუსტებული შარავანდედით. ოპტიკურ სისტემებში ოპტიკური აბერაციის შესამცირებლად იყენებენ შემკრები და გამბნევი ლინზების სპეციალურად გაანგარიშებულ კომბინაციებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 27.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: