აბდ ალ-რაზაკ სამარყანდელი
აბდ ალ-რაზაკ სამარყანდელი (სპარს. کمالالدین عبدالرزاق بن اسحاق سفرنامه; დ. 1413 — გ. 1482) — შუა აზიელი ისტორიკოსი. წერდა სპარსულ ენაზე. სიცოცხლის უდიდესი ნაწილი სამარყანდში გაატარა.
ავტორია ორტომიანი საისტორიო ნაშრომისა „ორი ბედნიერი მნათობის აღმობრწყინებისა და ორი ზღვის შერწყმის ადგილი“ (1467/1468–1470/1471), რომელიც აღწერს მონღოლების, თემურისა და თემურიდების ისტორიას (1304–1471). თხზულება ღირებულ ცნობებს შეიცავს XIV-XV საუკუნეების საქართველოს ისტორიის შესახებ (თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში, კონსტანტინე I-ის ბრძოლა შავბატკნიანებთან და ა. შ.)
ლიტერატურარედაქტირება
- კაციტაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 22.
- კაციტაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 26.
- უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტომი 1, თბ. 2007 წ. გვ. 71
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Абд ар-Раззак Самарканди. ციტირების თარიღი: 18 февраля 2011.
- Абд ар-Раззак Самарканди. Места восхода двух счастливых звезд и места слияния двух морей / Сборник материалов, относящихся к истории Золотой Орды. М. 1941. ციტირების თარიღი: 18 февраля 2011.