აბდოლაზიმ კარიბ გერაკანი (დ. 1879, გერაკანი — გ. 23 მარტი, 1965, თეირანი ) — ირანელი მეცნიერი, მწერალი, პოეტი და თანამედროვე სპარსული გრამატიკის ფუძემდებელი. [1]

აბდოლაზიმ კარიბი
მშობლიური სახელი სპარს. عبدالعظیم قریب گرکانی
დაბადების თარიღი 1879
გერაკანი, აშტიანი (შაჰრესტანი), ირანი
გარდაცვალების თარიღი 23 მარტი 1965
თეირანი, ირანი

ბიოგრაფია რედაქტირება

აბდოლაზიმ კარიბი, მირზა ალი სარრეშტედარის ვაჟი, დაიბადა 1879 წლის ზაფხულში (ახ.წ. 1296 წლის რამადანის თვეში) სოფელ გერაკანში, აშტიანის (შაჰრესტანი) პროვინციის ცენტრში. უკვე მშობლიურ ქალაქში შეუდგა სპარსული და არაბული ენების გრამატიკის შესწავლას. მოზარდობისას 1893 წელს გადავიდა თეირანში, სადაც იმდროინდელი სახელოვანი პედაგოგებისგან შეისწავლა სპარსული ენა და არაბული ლიტერატურა, სამეცნიერო დისციპლინები და ასტრონომია. კარიბი სწავლობდა ლოგიკასა და ფილოსოფიას მირზა თაჰერ ტონკაბანთან სეფაჰსალარის მედრესეში, ხოლო ფრანგული დარ-ულ-ფუნუნის სკოლაში შეისწავლა.

1899 წელს დაიწყო მუშაობა მეცნიერების სამინისტროში და შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ტრადიციულ რელიგიურ სკოლებში. 1906 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა ნეზამის მედრესეში და მიუხედავად სიბერისა, იქ აგრძელებდა პედაგოდიურ საქმიანობას. მისმა ზოგიერთმა სტუდენტმა, რომელთა შორის იყო პოლკოვნიკი მუჰამედ თაგი ხან პუსიანი, დაიკავეს მაღალი სამთავრობო თანამდებობები.

1902 წლიდან, დარ ულ-ფუნუნში სწავლებასთან ერთად, მან დაიწყო მუშაობა დარ ალ-მოალემინში (აკადემია, რომელიც ამზადებდა მასწავლებლებს), სადაც ასწავლიდა სპარსულ ლიტერატურას. დარ ალ-მოალემინის მასწავლებლებმა, როგორებიც იყვნენ აბუ ალ-ჰასან ფურუგი, შეიხ მორთეზა ნაჯმ აბადი, ფაზელე ტუნი მას მეტსახელად შეარქვეს საპატივსაცემო სახელი "ჯანაბ მირზა" (ბატონი მირზა). შემდეგ ის ასწავლიდა სიასის მედრესეში, ირანულ გერმანულ სკოლაში. სპარსული ენის სწავლების შეწყვეტის გარეშე, მან შეისწავლა ახალი პედაგოგიური მეთოდები გერმანელებისგან. 1931 წლიდან 1933 წლამდე იყო მოჰამედ რეზა შაჰის მასწავლებელი.

თეირანის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ გახდა ლიტერატურის ფაკულტეტის პროფესორი. იგი პასუხისმგებელი იყო სპარსული ენისა და გრამატიკის სწავლებაზე. თეირანის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. სპარსული ენისა და ლიტერატურის აკადემიაში არჩევის შემდეგ, მისი ერთ-ერთი წამყვანი წევრი გახდა.

აბდოლაზიმ კარიბი ითვლებოდა სპარსული ენის უდიდეს მცოდნედ, რომლის სწავლებასაც ცხოვრების ორმოცდათვრამეტი წელი მიუძღვნა. იმ დროს, როდესაც მან დაიწყო სწავლება, სპარსულ ენას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება და არ არსებობდა მაღალი ხარისხის სასწავლო სახელმძღვანელოები. კარიბმა გამოაქვეყნა „სპარსული გრამატიკის“ ოთხტომეული, რომელიც სრულიად გასაგებ ენაზე იყო დაწერილი, „ფარაოდ ალ-ადაბის“ ანთოლოგიაში თავი მოუყარა სპარსული ლიტერატურის უდიდესი კლასიკოსების ამონარიდებს და აქტიურად შეიტანა საკუთარი წიგნები განათლების სისტემაში. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა კულტურაში უძველესი ტომების ბიბლიოთეკის შექმნით. 1947 წელს მის პატივსაცემად გაიმართა ზეიმი თეირანის უნივერსიტეტში, სადაც მეცნიერს მიენიჭა ორდენი მეცნიერებასა და კულტურაში შეტანილი წვლილისთვის. გარდა ამისა, კარიბის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს უნივერსიტეტის ერთ-ერთ დარბაზს.

გარდაცვალება რედაქტირება

კარიბიპენსიაზე გასვლის შემდეგაც აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას უნივერსიტეტში. 1965 წელს დაეცა და მარცხენა ფეხი მოიტეხა. შედეგად, იგი საავადმყოფოში მოათავსეს. ასაკისა და ფეხის მოტეხილობით გამოწვეული გართულებების გამო ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა 1965 წლის 23 მარტს თეირანში. აბდოლაზიმის საფლავი მდებარეობს იმამზადე-აბდუოლაზიმის ტაძრის აივანზე, რომელიც გადაჰყურებს აიათოლა ქაშან აბდ-ულ სალემის სახელობის ეზოს (ადრე ეწოდებოდა სახტე შაჰი), მაგრამ აივნის ჩაკეტვის გამო იქ მისასვლელი აღარ არის. სპარსული ენისა და ლიტერატურის აკადემიამ, მეცნიერის ღვაწლის აღსანიშნად, გაარემონტა მისი სახლი სოფელ გერაკანში და 1999 წლის 14 ნოემბერს იქ გახსნა სპარსული ენის სასწავლო ცენტრი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • «Об Абдольазиме Гарибе, светиле нашего времени, написанное в Академии» [1] (სპარსული)
  • Арианпур, Иахья «От Нима до нашего времени», Тегеран 1376 год. (სპარსული)(перс.)
  • Марсалюд, Хасан «Биографии государственных деятелей и знаменитостей Ирана», Тегеран, Эль-Хам, 1375—1369. (სპარსული)(перс.)
  • Журнал «Ягмо», год XVIII, № 1, Фарвардин 1334. (სპარსული)(перс.)

სქოლიო რედაქტირება

  1. Биография Гариба. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-31. ციტირების თარიღი: 2017-06-23.