აბდეროსი
აბდეროსი (ბერძ. Ἄβδηρος, ὁ) — ბერძნულ მითოლოგიაში ჰერმესის ვაჟი, ჰერაკლეს საყვარელი პიროვნება.[1]
აბდეროსი | |
---|---|
სქესი: | მამრობითი |
მამა: | ჰერმესი, პოსეიდონი, Erimus და Menoetius |
ჰერაკლემ მოსტაცა თრაკიის მეფე დიომედეს მძვინვარე, კაცისმჭამელი ულაყები და მოსავლელად მისცა აბდეროსს. ულაყებმა აბდეროსი დაგლიჯეს. ამ ამბით შეწუხებულმა ჰერაკლემ აბდეროსის დაღუპვის ადგილას გააშენა მისი სახელობის ქალაქი აბდერა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Ruiz de Elvira, Antonio (1982). Mitología clásica. Madrid: Gredos. ISBN 978-8-424-92900-8
- Smith, William; Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology, London (1873). "Abde'rus"
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიბლიოვიკი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ აბდეროსი — ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერმესის ან პოსეიდონის ვაჟი, ჰერაკლეს საყვარელი მეგობარი და მხლებელი. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 22 მაისი, 2019.