აბაძეხსკაია (ნამოსახლარი)
აბაძეხსკაია — აშელის ხანის ღია ტიპის ნამოსახლარი სტანიცებს აბაძეხსკაიასა და სევასტოპოლსკაიას შორის (რუსეთის ადიღეს რესპუბლიკა). ზღვის დონიდან 410-450 მ-ზე. მდინარე ბელაიას 60-70 მ სიმაღლის ტერასაზე. აღმოაჩინა ფ. აუტლევმა 1958 წელს. არქეოლოგიური მასალა შეგროვებულია მიწის ზედაპირზე და მდინარე ფიუნტისა და მისი შენაკადების რიყეზე. მოპოვებულია 2 ათასზე მეტი ნივთი: 15 ხელცული, 110 უხეში საჩეხი იარაღი, 7 წვეტანა, 60 სახოკი, ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. კაჟის ნაკეთობანი დაფარულია მძლავრი პატინით. მასალის მეტი ნაწილი ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Аутлев П. У., Абадзехская нижнеполеолитическая стоянка, Майкоп. 1963
- თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 21.