ნიკოლოზ აბაშიძე

ქართველი ექიმი
(გადამისამართდა გვერდიდან აბაშიძე, ნიკოლოზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ნიკოლოზ აპოლონის ძე აბაშიძე (დ. 13 ივნისი [ ძვ. სტ. 1 ივნისი], 1897, ხონი ― გ. 28 აპრილი, 1965, თბილისი) — ქართველი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ნიკოლოზ აბაშიძე
დაბ. თარიღი 13 ივნისი, 1897(1897-06-13)
დაბ. ადგილი ხონი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 28 აპრილი, 1965(1965-04-28) (67 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქართველო
საქმიანობა ექიმი
ალმა-მატერი ვარშავის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1907–1917 წლებში სწავლობდა ხონის გიმნაზიაში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვარშავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამედიცინო ფაკულტეტზე. რევოლუციის შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1924 წელს.

1926 წლიდან 1935 წლამდე იყო ქ. ბათუმის შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის, რკინიგზის ლაბორატორიის და პორტის კარანტინის უფროსი. აჭარის მთავარ საავადმყოფოში ლაბორატორიის და პასტერის ქვესადგურის გამგე.

1935–1952 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ბაქტერიოფაგები ს ინსტიტუტში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მას წილად ხვდა 1936 წელს დაეწყო ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა საბურთალოზე: შეადგინა ინსტიტუტის პირველი საწარმოო გეგმა, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო ახალი ინსტიტუტის მშენებლობას; ასევე მისი მონაწილეობით მოხდა 1949 წელს საკავშირო ჯანსახკომის სამეცნიერო საბჭოში ამ გეგმის დაცვა და დამტკიცება. 1941 წლიდან მუშაობდა ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ საწარმოო დარგში. იყო მეორე რანგის სამხედრო ექიმი.

1952–1965 წლამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის სერიოლოგიური ლაბორატორიის მთავარი ექიმი.

საწარმოო–ეპიდემიის საწინააღმდეგო მუშაობისათვის 1942 წელს დაჯილდოვდა სახელმწიფო ორდენით „საპატიო ნიშნით“, 1945 წელს მედლით „კავკასიის დაცვისათვის“, 1946 წელს მედლით „თავდადებული შრომისათვის დიდი სამამულო ომის პერიოდში 1941–1945 წწ.“

1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. იყო სამეცნიერო შრომების და მონოგრაფიების ავტორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება