აბაშის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კილომეტრზე, მდინარე დურუჯის ხეობაში, იელგორად წოდებულ ადილზე თარიღდება XV საუკუნით.

ციხე გეგმით თითქმის ოთხკუთხედია (38 x 24 მ). საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა. ციხის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ჩართულია თითო ოთხკუთხა კოშკი. მათგან აღმოსავლეთით მთლიანად გალავნის აბრისს გარეთაა გატანილი, დასავლეთით კი გალავნის შიგნითაა დაზიანებულია: ფრაგმენტულადაა შემორჩენილი ციხის ჩრდილო და სამხრეთ კედლები, აღმოსავლეთ კოშკი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ციხის შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშია. შესასვლელამდე ადის ქვის განიერი კიბე, რომელიც მიშენებულია დასავლეთ კოშკის ჩრდილო კედელზე დასავლეთ კოშკი ოთხი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი. შესასვლელი მას პირველ სართულზე, აღმოსავლეთიდან აქვს. სართულის კედლებში რამდენიმე ნიშა და სათოფურია. მსგავსი ნიშნები და სათოფურები დანარჩნენ, სართულებზეც. კოშკს ხის სართულშუა გადახურვა ჰქონია.

ლიტერატურა

რედაქტირება