აბაშის ჩანჩქერი
აბაშის ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, სოფელ მეორე ბალდიდან 5 კმ-ში, მარტვილის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ასხის კირქვულ მასივზე, მდინარე აბაშის სათავეებში, ზღვის დონიდან 895 მ სიმაღლეზე. ჩანჩქერი გადმოდის მღვიმიდან, მდინარე აბაშის ზემო დინების მარცხენა შენაკადის სახით ზედაცარცული კირქვის ქარაფში და ეცემა დაახლოებით 40 მ სიმაღლიდან. წყალვარდნილი დაცემის ადგილას 12 მ დიამეტრის ორმოს წარმოქმნის, რომელშიც წყალი მდუღარესავით ბობოქრობს. ჩანჩქერის შხეფები ხშირად ცისარტყელას წარმოქმნის. მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის კიდევ ორი მომცრო ჩანჩქერი. ჩანჩქერებს დაჰყურებს 200 მ სიმაღლის კირქვული ქარაფი. მიდამოები ხშირი ტყითაა შემოსილი. ყურადღებას იპყრობს ბზის სქელი ტევრები, რომლებშიც საკმაოდ ძნელია გავლა. აქვეა ადგილი რაჩხა, კარსტული წყლების უხვი გამოსავლებით. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია მარტვილი. ბუნების ძეგლია.[2]
კოორდინატები: 42°30′49″ ჩ. გ. 42°28′33″ ა. გ. / 42.5138667° ჩ. გ. 42.4759667° ა. გ. | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 40 მ |
ფართობი | 0,09 კმ² |
მდინარე | აბაშა |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, 2014, გვ. 375
- ↑ დაცული ტერიტორიების სააგენტო | მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი