აბასთუმნის აბანოარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აბანოს შენობის მშენებლობის პერიოდად 1880-იანი წლები ივარაუდება. აბანოს მშენებლობა მოასწავებდა მიწისქვეშა არხების ვეებერთელა ინფრასტრუქტურის შექმნას. აბანოსგან მოშორებით მდინარე ოცხეს სიახლოვეს წყლის დიდი რეზერვუარი აიგო და მიწის ქვეშ აშენდა ქვის არხებით ერთი მხრივ, რეზერვუართან, მეორე მხრივ კი აბანოს შენობასთან დაკავშირებული ე. წ. მაცივარი. გაიყვანეს არხები, მდინარის ვიწრო კალაპოტზე, სადაც მდინარე ჩანჩქერს ქმნიდა, გაიდო ქვით მოპირკეთებული აგურის ხიდი, რომელიც დღესაც რემერტის სახელს ატარებს და რემერტისავე სახელობის პარკს გადაჰყურებს. მაცივარი წარმოადგენს სანახევროდ მიწაში ჩადგმულ მცირე ზომის ქვით ამოყვანილ ნაგებობას, სადაც თავს იყრის მდინარის სიახლოვეს არსებული გოგირდოვანი წყლის შემკრები ნაგებობიდან წამოსული მიწისქვეშა არხების სისტემა საიდანაც წყალი ნაწილდება აბანოს მთავარი შენობისკენ.

აბასთუმნის აბანო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17822