რემერტის ხიდი

არქიტექტურული ძეგლი

რემერტის ხიდი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს. რემერტის ხიდის სახელით ცნობილი ხიდი მდინარე ოძრხეზე გადებულ ხიდებს შორის არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა და საყურადღებოა საინჟინრო თვალსაზრისით. რემერტის ხიდის მშენებლობას წინ აბანოს ღელესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აბანოს კომპლექსის მშენებლობა უსწრებდა. 1880-იანი წლების დასაწყისში თერმული წყლების ინფრასტრუქტურის მოწყობამ ოძრხის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია და ხელოვნურად შექმნილ ჩანჩქერზე ხიდი გაიდო. ერთმალიანი, თაღოვანი ხიდი აგურით არის ნაშენი და ქვით არის მოპირკეთებული. ჩანჩქერზე გადებული ხიდი აბანოს შენობის წინ გაშენებულ პარკს გადაჰყურებს. პარკი, ისევე როგორც ჩანჩქერი და ხიდი ადოლფ რემერტის სახელს ატარებს.

რემერტის ხიდი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6194