აბასთუმანი (ცთომილი)

მცირე ცთომილები
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბასთუმანი.

აბასთუმანი — ასტრონომიული მცირე ცთომილი №1390, აღმოაჩინა რუსმა ასტრონომმა პელაგია შაინმა 1935 წლის 3 ოქტომბერს. მანვე უწოდა სახელი ასტრონომიული მეცნიერების განვითარებაში აბასთუმნის ობსერვატორიის წვლილის აღსანიშნავად. საშუალო მანძილი მზიდან შეადგენს 513 მლნ. კმ-ს. გარემოქცევის პერიოდი 6,4 წელიწადი. ვარსკვლავური სიდიდე — 14,6.

ლიტერატურა

რედაქტირება