აბანოს ხიდი (რუს. Банный мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე პრიაჟკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს მატისოვისა და კოლომენსკის კუნძულებს. ხიდის საერთო სიგრძეა 35 მეტრი, ხოლო სიგანე — 15 მეტრი.

აბანოს ხიდი
რუს. Банный мост
კოორდინატები: 59°55′23″ ჩ. გ. 30°16′51″ ა. გ. / 59.92306° ჩ. გ. 30.28083° ა. გ. / 59.92306; 30.28083
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია პრიაჟკა
სიგრძე 35 
სიგანე 15 
გახსნის თარიღი 1821 წ.
რეკონსტრუქცია 1963-1964 წ.
აბანოს ხიდი — რუსეთი
აბანოს ხიდი
აბანოს ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
აბანოს ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს დეკაბრისტების ქუჩასა და მატისოვის შესახვევს.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს მატისოვის ხიდი, ქვემო მიმართულებით კი — ბერდოვის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია (2,2 კმ) „სადოვაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

ხიდის სახელწოდება ცნობილია 1820 წლიდან და მომდინარეობს ახლოს მდებარე მატისოვის აბანოს სახელწოდებიდან. აბანო მუშაობდა XIX საუკუნის შუა წლებიდან 1950-იან წლებამდე. 2005 წელს იგი დაანგრიეს მშენებლობისთვის. ხიდი ასევე გამოირჩევა იმით, რომ მისთვის სახელი არასოდეს შეუცვლიათ.

პოეტი ალექსანდრე ბლოკი, რომელიც ცხოვრობდა ხიდის პირდაპირ მდებარე სახლში, ხიდს უწოდებდა „ამოოხვრის ხიდს“ ცნობილი ვენეციური ხიდის მიხედვით. არცთუ ისე იშვიათად ხიდზე მისი თაყვანისმცემლები იდგნენ და ამოიოხრებდნენ მაშინ, როდესაც პოეტს ფანჯარაში დაინახავდნენ.

აბანოს ხიდი თავის ისტორიას იწყებს 1821 წლიდან. ხიდი არაერთხელ გაარემონტეს ხის მასალებით. 1877 წელს გაარემონტეს მასზე კონკის გზის გაყვანასთან დაკავშირებით. ხიდი გააგანიერეს 4,3 მეტრამდე. ასევე მოხდა ხიდის რეკონსტრუქცია 1893 და 1908 წლებში. XX საუკუნის შუა წლებში ხიდი იყო ხის და სამმალიანი.

თანამედროვე ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა 1963 წლიდან 1964 წლამდე, ინჟინერ ი. ლ. იურკოვისა და არქიტექტორ ლ. ა. ნოსკოვის პროექტის მიხედვით. ხიდი ერთმალიანია, აგებულია რკინა-ბეტონით. სანაპირო საყრდენები მოპირკეთებულია გრანიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 458. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 322. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება