ბერდოვის ხიდი (რუს. Бердов мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში, მდინარე პრიაჟკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს მატისოვისა და კოლომენსკის კუნძულებს. ხიდის საერთო სიგრძეა 31 მეტრი, ხოლო სიგანე — 2,25 მეტრი.

ბერდოვის ხიდი
რუს. Бердов мост
კოორდინატები: 59°55′16″ ჩ. გ. 30°16′37″ ა. გ. / 59.92111° ჩ. გ. 30.27694° ა. გ. / 59.92111; 30.27694
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო
გადებულია პრიაჟკა
სიგრძე 31 
სიგანე 2,25 
გახსნის თარიღი 1806 წ.
რეკონსტრუქცია 1952 წ.
ბერდოვის ხიდი — რუსეთი
ბერდოვის ხიდი
ბერდოვის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ბერდოვის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

ხიდი წარმოადგენს ხორცის ქუჩის გაგრძელებას მდინარე პრიაჟკაზე.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს აბანოს ხიდი, ქვემო მიმართულებით კი — სათვალთვალო ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურებია „სადოვაია“ (2,6 კმ) და „ადმირალტეიტსკაია“ (3 კმ).

სახელწოდება

რედაქტირება

ხიდის სახელწოდება დაკავშირებულია XVIII საუკუნეში მოღვაწე მრეწველის ჩარლზ ბერდის სახელთან, რომლის მეტალის გადამამუშავებელი ქარხანა XIX საუკუნის დასაწყისში იყო ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა სანქტ-პეტერბურგში. მცირე საფეხმავლო ხიდი პირდაპირ ქარხანასთან გადიოდა (ამჟამად ამ ადგილზე განთავსებულია ქარხანა „საადმირალოს ვერფი“). XVIII საუკუნის დასასრულიდან ეწოდება თუჯის ხიდი, ხოლო 1830-იანი წლებიდან „მჭედლის ხიდი“. 1849 წლიდან ხიდს თანამედროვე სახელი ეწოდება. მოსახლეობაში ასევე გავრცელებულია სახელწოდება „ნასტინის ხიდი“.

XVIII საუკუნის ბოლოს ააგეს ხის სამმალიანი ხიდი. იგი ააშენეს ჩარლზ ბერდის ქარხნის პირდაპირ და აკავშირებდა მას ხორცის კუნძულთან.

1805-1806 წლებში იგი გადააკეთა უილიამ გესტემ. გადაკეთებული ხიდი წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ მეტალის ხიდს სანქტ-პეტერბურგში.

თანამედროვე ხიდი ააგეს 1852 წელს ინჟინერ ე. ა. ბოლტუნოვის პროექტის მიხედვით. თანამედროვე ხიდი სამმალიანია და დგას მეტალის საყრდენებზე.

ხიდი ლიტერატურაში

რედაქტირება

რუსმა მწერალმა კონსტანტინე სტანიუკოვიჩმა ბერდოვის ხიდთან დაასახლა რომან „ერთი ცხოვრების ისტორიის“ გმირი ა. ი. ოპოლევი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 458. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 322. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 26. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება