მატისოვის ხიდი
მატისოვის ხიდი (რუს. Матисов мост) — ხიდი მდინარე პრიაჟკაზე სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს მატისოვისა და კოლუმენის კუნძულებს. მას ადრე ერქვა „სუხარნის ხიდი“.
მატისოვის ხიდი რუს. Матисов мост | |
---|---|
საერთო ხედი | |
კოორდინატები: 59°55′37″ ჩ. გ. 30°16′44″ ა. გ. / 59.92694° ჩ. გ. 30.27889° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო, საავტომობილო |
გადებულია | მდინარე პრიაჟკაზე |
სიგრძე | 39,7 მ |
სიგანე | 10,5 მ |
გახსნის თარიღი | 1737 წ. |
რეკონსტრუქცია | 1836-1839, 1901, 1935, 1993-1998 წწ. |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მდებარეობა
რედაქტირებახიდთან ახლოს მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფო. აღნიშნული ხიდის ქვემოთ კიდევ ერთი აბანოს ხიდია. მატისოვის ხიდთან, უახლოესი მეტროსადგურია „სადოვაია“, რომელიც დაახლოებით 2,4 კილომეტრშია. ხიდის სიგრძე 39,7 მეტრია, სიგანე კი — 10,5 მეტრი.
ისტორია
რედაქტირებაწელი | სახელწოდება |
---|---|
1737-1820 | სუხარინის [1] (სუხარნის) ხიდი |
1820-1828 | მატისოვსკის ხიდი |
1828- | მატისოვის ხიდი |
ამ ადგილას 1737 წელს, ხის ხიდი აშენდა, რომელიც კუნძულ მატისოვთან აკავშირებდა სააადმირალოს რაიონის ნაწილს. 1836 წელს ინჟინერ ა. დ. გოტმანმა და ა. ფ. ბუტაცმა მოამზადეს ახალი ხის თაღოვანი ხიდის პროექტი.
1935 წელს ხის თაღები შეიცვალა ლითონის თაღებით, ასევე შეცვალეს იატაკი და მოაჯირეები. ამის შემდეგ ხიდის რამდენიმე რესტავრაცია განხორციელდა თუმცა არ შეცვლილა თავდაპირველი იერსახე.
1993 წლის ნოემბერში, ხიდი დაიკეტა ფეხით მოსიარულეთათვის, რადგან ჩატარებული გამოკვლევით ხიდი არამყარი იყო, თუმცა სამუშაოების პროცესი დროულად არ დაწყებულა. ხიდის კაპიტალური რემონტი 1995 წელს დაიწყო, რადგან მანამდე არ არსებობდა ფინანსები. ხიდი რეკონსტრუქციის დროს მთლიანად დაიშალა, ხის ბოძები შეიცვალა რკინაბეტონით, დამონტაჟდა ახალი რკინის მოაჯირები, იატაკი, ასევე მოხდა ხიდის გამაგრებაც.
ჩატარებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ 28,5 მილიონი რუბლი შეადგინა. ოფიციალურად ახალი ხიდი 2000 წლის 13 სექტემბერს გაიხსნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 439. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 304. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 75. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Матисов мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20171109004000/http://encspb.ru/object/2804006251 დაარქივებული 2017-11-09 საიტზე Wayback Machine. Матисов мост] //Энциклопедия Санкт-Петербурга