აბანოს ეკლესია
აბანოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ აბანოში, მთავარი გზის პირას. შესასვლელის თაღის საჭექ ქვაზე ამოკვეთილი წარწერის თანახმად, აშენებულია 1889 წელს.
ეკლესია დარბაზულია (12,9X6,4 მეტრი), ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნარიჯნისფერი ტუფის კვადრებით (გარეთა კუთხეები, კარ-სარკმლები, კედლების ქვედა ნაწილები) და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კედლები შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კონქი და კამარა, დანგრეულია გრძივი კედლებისა და აფსიდის მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარხევარწი გადახურულია ნარიული თაღით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდია. იგი გარედან შიდა მოხაზულობას იმეორებს. აფსიდი შიგნით და გარედან უშალოდ (უმხრებოდ) ერთვის დარბაზის გრძივ კედლებს. ეკლესიას ოთხივე მხარეს თითო თაღოვანი სარკმელი აქვს. დარბაზი გადახურული იყო ნახევარწრიული კამარით, რომელიც დასავლეთით კუთხის პილასტრებზე გადაყვანილ ნახევარწრიულ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. დასავლეთ კედელზე, სარკმლის ორივე მხარეს, გამოსსახულია მამაკაცის თითო ცუდად შესრულებული შარავანდიანი ფიგურა.
ეკლესიის ფასადებიდან უკეთ არის შემორჩენილი დასავლეთისა. ფასადზე სარკმლის გადამხურავ ქვაზე ფონის ამოღებით გამოყვანილია მარტივი რელიეფური თავსართი. სარკმლის ზემოთ წყობაში ჩადგმულია ჯვრის ფორმის ქვა, რომელზეც გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. აფსიდის შემორჩენილ კედელს მარტივი პროფილის (თარო და წრეთარგი) ლავგარდანი აქვს. მსგავსი პროფილის ერთი ქვა ჩრდილო-დასავლეთი კუთხის თავზეცაა. აღმოსავლეთი სარკმლის ძირის მოგრძო ქვაზე ამოღარულია მშვილდისებრი ფორმის ვიწრო ზოლი, რომლის ორივე ბოლო წრიულად იკვრება. წრეებში (დიამეტრი, 0,1 მეტრი) ჩასმულია თითო ტოლმკლავა ჯვარი. ზოლს ქვემოთ მცირე ზომის რელიეფური ნახევარწრიული თაღია. შენიბა დგას ტუფის გათლილი კვადრებით ნაგებ ცოკოლზე (სიმაღლე, 0,7 მეტრი).
ეკლესიის დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მცირე სამრეკლოს კვადრატული საფუძვლის ნაშთი. სამრეკლო ძირითადად დასავლეთ კედლის მიმდებარე საბრჯენ თაღს ეყრდნობა. ეკლესიის ჩრდილო და სამხრეთ კედლები გამაგრებულია გეგმით კვადრატული თითო მასიური კოტრფოსით (სრული სახით შემორჩენილია ჩრდილოეთისა. იგი დასრულებულია მარტივი თაროთი).
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 436.