აბანოსხევის საწნახელი

არქეოლოგიური ძეგლი

აბანოსხევის საწნახელი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევის სამხრეთ-დასავლეთით, მდებარეობს მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

1984 წელს გათხარა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. საწნახელი ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით,დუღაბზე. ჩრდილოეთ კედელში დატანებულია თიხის მილი, რომელიც ჩადის დუღაბით შელესილ თაღარში. საწნახელის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით დადასტურდა სამი საქაჩავი. აღმოჩენილი მასალა ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა რედაქტირება