აბანოსხევის სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი

აბანოსხევის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას, ბულაჩაურის წყალსადენის ნაკრძალის ტერიტორიაზე, ხიმშიაანთ მიწებად წოდებული ადგილის დასავლეთით.

თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის XIII–XII საუკუნეებით. აღმოჩნდა 1946 წლის წყალსადენი მილებისათვის თხრილის გაჭრის დროს. ამავე წელს მცირე სადაზვერვო ჩაატარა იაე ინსტიტუტის ექსპედიციამ. სამარხების დაზიანების გამო ვერ დადასტურდა დაკრძალვის წესი. რამდენიმე სამარხში აღმოჩენილი მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება