აბაზგების აჯანყება

აბაზგების აჯანყება — აჯანყება აბაზგიაში ბიზანტიელების წინააღმდეგ, გაიმართა 550 წელს.

აჯანყების უშუალო საბაბი გახდა ბიზანტიელთა მიერ აბაზგიაში მმართველობის ახალი წესების და ქვეყნის საბოლოო დამორჩილების ცდა. პროკოპი კესარიელის სიტყვით,

ვიკიციტატა
„ამ ძალადობის გამო აუტანელ მდგომარეობაში ჩავარდნენ... და რომ არ გადაქცეულიყვნენ რომაელთა მონებად.“

აჯანყდნენ, კვლავ აირჩიეს საკუთარი მთავრები (დასავლეთ აბაზგიაში — სკეპარნა, აღმოსავლეთ აბაზგიაში — ოფსიტე) და ირანის შაჰს სთხოვეს დახმარება. ხოსრო ანუშირვანმა აჯანყებულებს ლაშქარი მიაშველა, მაგრამ ამ დახმარებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ბიზანტიის დამსჯელმა ლაშქარმა ალყა შემოართყა აბაზგებს, რომლებიც ტრაქეის მიუვალ ციხეში იყვნენ გამაგრებულები. თავგანწირული ბრძოლის შემდეგ აბაზგები იძულებული გახდნენ ციხე დაეთმოთ. მტერმა მოაოხრა დაპყრობილი მიწა-წყალი. აბაზგია უშუალოდ ბიზანტიას დაემორჩილა.

ლიტერატურა

რედაქტირება