Who Do We Think We Are
Who Do We Think We Are — მძიმე როკ ჯგუფ Deep Purple-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1973 წელს. იგი ჩაიწერა რომსა და ფრანკფურტში, პორტატულ ხმისჩამწერ სტუდიაში.
Who Do We Think We Are | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი |
იანვარი, 1973 (აშშ) თებერვალი, 1973 (ბრიტანეთი) | |||
ჩაიწერა |
ივლისი, 1972 (რომი) ოქტომბერი, 1972 (ფრანკფურტი) | |||
ჟანრი | მძიმე როკი | |||
ხანგრძლივობა |
34:27 (ორიგინალური გამოცემა) 72:31 (2000 წლის კომპაქტ-დისკი) | |||
ლეიბლი |
EMI / Purple (ბრიტანეთი) Warner Bros. (აშშ) | |||
პროდიუსერი | Deep Purple | |||
Deep Purple — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Who Do We Think We Are | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Sputnik Music | [2] |
ისტორია
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ „Woman from Tokyo“ პოპულარული სინგლი იყო, ალბომი არ იყო ისეთი გაყიდვადი და წარმატებული, როგორიც წინა სტუდიური დისკები. მიუხედავად ამისა, Deep Purple კვლავ იყო აშშ-ში 1973 წლის ყველაზე გაყიდვადი ჯგუფი.
„Woman from Tokyo“ ჩაიწერა 1972 წლის ივლისში. მასში საუბარი იაპონიაში პირველ მოგზაურობაზე. რომში ასევე ჩაიწერა Painted Horse. ალბომის დარჩენილი ნაწილი ჩაიწერეს გერმანიაში. „Mary Long“ და „Rat Bat Blue“ ჟღერს Deep Purple-ის კლასიკურ სტილში, თუმცა უფრო ახლოს არის რიჩი ბლეკმორის ჯგუფთან რეინბოუ. „Place in Line“ ბნელი ბლუზის განწყობას ატარებს და ჰგავს Deep Purple-ის „Child in Time“-ს.
ალბომის ციფრული რემასტერინგი 2000 წელს გამოიცა დამატებით სიმღერებთან ერთად. „First Day Jam“, მაგალითად, არის ხანგრძლივი ინსტრუმენტული ჯემი, რომელსაც ასრულებენ ბლეკმორი (ბას გიტარა), ჯონ ლორდი და იენ პეისი. როჯერ გლოვერი ამ დროს სტუდიაში არ იმყოფებოდა.
იენ გილანმა ალბომის ჩაწერის შემდეგ დატოვა ჯგუფი, მისივე თქმით, ბლეკმორთან უთანხმოებების გამო. ამასთან, 1984 წელს დისკის Perfect Strangers გამოცემის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა: 18 თვე ვიმოგზაურეთ და უკვე დრო და დრო ავად ვიყავით. ჩვენ რომ კარგი მენეჯმენტი გვყოლოდა, გვეტყოდა - ’შევჩერდეთ. დაისვენეთ სამი თვით. ინსტრუმენტიც არ დავინახო თქვენს ხელში’. სინამდვილეში კი გვაწვებოდნენ და ალბომი დროზე დაგვასრულებინეს. უნდა შევჩერებულიყავით. ასე რომ გაგვეკეთებინა, Deep Purple დღემდე იარსებებდა.
Mk II შემადგენლობით ჯგუფის უკანასკნელი კონცერტი გაიმართა ოსაკაში (იაპონია), 1973 წლის 29 ივნისს. როჯერ გლოვერმა ასევე ოფიციალურად დატოვა ჯგუფი, მას შემდეგ რაც 15 ივნისს შეიტყო, რომ ბლეკმორს მისი გაგდება სურს.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა ტექსტის ავტორი — რიჩი ბლეკმორი, იენ გილანი, როჯერ გლოვერი, ჯონ ლორდი და იენ პეისი.
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Woman from Tokyo“ | 5:48 |
2. | „Mary Long“ | 4:23 |
3. | „Super Trouper“ | 2:54 |
4. | „Smooth Dancer“ | 4:08 |
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
5. | „Rat Bat Blue“ | 5:23 |
6. | „Place in Line“ | 6:29 |
7. | „Our Lady“ | 5:12 |
რემასტერის დამატებები | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
8. | „Woman from Tokyo“ ('99 წლის რემიქსი) | 6:37 |
9. | „Woman from Tokyo“ (განსხვავებული ტექსტი) | 1:24 |
10. | „Painted Horse“ (სტუდიური დუბლი) | 5:19 |
11. | „Our Lady“ ('99 წლის რემიქსი) | 6:05 |
12. | „Rat Bat Blue“ (სესიიდან) | 0:57 |
13. | „Rat Bat Blue“ ('99 წლის რემიქსი) | 5:49 |
14. | „First Day Jam“ (ინსტრუმენტული) | 11:31 |
პერსონალი
რედაქტირება- იენ გილანი - ვოკალი, ჰარმონიკა
- რიჩი ბლეკმორი - გიტარა
- ჯონ ლორდი - კლავიშები, ფორტეპიანო, ორგანი
- როჯერ გლოვერი - ბას-გიტარა
- იენ პეისი - დასარტყმელი საკრავები