Who Could Win a Rabbit — პირველი სინგლი ჯგუფ Animal Collective-ის მეხუთე ალბომიდან Sung Tongs. მის B-მხარეზე ჩაწერილია სიმღერა Baby Day. Pitchfork Media-მ Who Could Win a Rabbit დაასახელა 54-ე ადგილზე 2000-2004 წლების საუკეთესო სინგლებს შორის.[1]
მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია დენი პერეზი, რომელმაც მოგვიანებით იმუშავა ჯგუფის ვიზუალური ალბომ ODDSAC-ზე. ვიდეოში Avey Tare და Panda Bear არიან კურდღლისა და კუს როლებში, რომლებიც ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიან, როგორც ეზოპეს იგავში. Geologist და Deakin შეჯიბრის მაყურებლები არიან.
|
1. | „Who Could Win a Rabbit“ | 2:18 |
2. | „Baby Day“ | 4:32 |
საერთო ხანგრძლივობა: | 6:50 |