We'll Be Together“ — ინგლისელი მომღერალ და მუსიკოს სტინგის სიმღერა ალბომიდან Nothing Like the Sun, რომელიც გამოიცა სინგლის სახით, 1987 წელს. სიმღერა პოპულარული იყო ინგლისსა და შტატებში. მისი განსხვავებული ვერსია ასევე ჩაიწერა სტინგისა და ენი ლენოქსის მონაწილეობით, ფილმისთვის „ბრიჯიტ ჯოუნსი: გონიერების ზღვარი“.

„We'll Be Together“
სინგლისტინგი
ალბომიდან Nothing Like the Sun
B-მხარე „Conversation With A Dog“
გამოსვლის თარიღი 1987 (1987)
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 4:52
ხმისჩამწერი ლეიბლი A&M
პროდიუსერი სტინგი, პიტერ სმითი
სტინგი — სინგლების ქრონოლოგია
„We Work the Black Seam“
(1986)
We'll Be Together
(1987)
„Be Still My Beating Heart“
(1988)

თავდაპირველად სიმღერა დაიწერა კომპანიის Kirin ლუდის რეკლამისათვის. ორიგინალურ ჩანაწერზე გამოიყენებოდა ერიკ კლეპტონის გიტარის სოლო. ეს ვერსია მოხვდა სტინგის 1994 წლის კრებულში Fields of Gold: The Best of Sting 1984–1994.

პოპულარული იყო სიმღერის ვიდეოკლიპიც, რომელიც ეფუძნება ფილმს „ორფეოსი“. კლიპში მონაწილეობს მუსიკოსის მეუღლე ტრუდი სტაილერი.

როგორც სტინგის ბევრ სიმღერაში, აქაც ჟღერს ციტირება მისი სხვა პოპულარული კომპოზიციიდან - ამ შემთხვევაში, ეს არის If You Love Somebody Set Them Free.

სიმღერების სია რედაქტირება

7" სინგლი[1]
  1. We'll Be Together - 4:52
  2. Conversation With A Dog - 3:24
12" A&M Records ‎– AMY 410[2]
  1. We'll Be Together (ვრცელი მიქსი)
  2. We'll Be Together (წინა ვერსია)
  3. Conversation With A Dog
  4. We'll Be Together (ინსტრუმენტული ვერსია)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება