ბალახოვანი გველის სურო
(გადამისამართდა გვერდიდან Vinca herbacea)
ბალახოვანი გველის სურო[1] (ლათ. Vinca herbacea) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქენდირისებრთა ოჯახისა. აქვს გართხმულია ან წამოწეული ყლორტები, ნაყოფიანიც და უნაყოფოც, შიშველი. კვერცხისებური ან მომრგვალო ქვედა ფოთლები, მოგრძო-ლანცეტაა და კიდეებზე ხაოიანი ზედა ფოთლები. მარტოული, იღლიური, დიდი ზომის, ლურჯი იისფერი ან მოთეთრო ფერის ყვავილები. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-მაისში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ირანსა და ერაყში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება დაბლობიდან შუა სარტყლამდე — ბუჩქნარებსა და ფერდობებზე, ველებზე.[2]
ბალახოვანი გველის სურო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფოთლები და ყვავილები (სოფ. უწერა) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Vinca herbacea Waldst. & Kit., 1802 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 39.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 50.