UTC-12:00
UTC-12:00 — სასაათო სარტყელი, რომელიც გამოიყენება ნავიგაციაში და 180° და 172°30′ დასავლეთ გრძედს შორის არსებულ სივრცეში. მოცემულ სასაათო სარტყელში არ არსებობს რაიმე დასახლებული ტერიტორიები, მას იყენებენ მხოლოდ გემები. ამ სარტყელში ასევე მდებარეობს აშშ-ის კუთვნილი დაუსახლებელი კუნძულები — ბეიკერი და ჰოულენდი. ეს სასაათო სარტყელი — უკანასკნელია, რომელშიც იწყება ახალი დღე-ღამე (მაგალითად: როდესაც ამ სარტყელში შაბათის 23:00 საათია, UTC+14:00-ის სარტყელში უკვე ორშაბათის 01:00 საათია).