PC Engine Duo
PC Engine Duo — მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული კომპანიების, NEC-ის და Hudson Soft-ის მიერ იაპონური ბაზრისთვის 1991 წლის 21 სექტემბერს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის გამოვიდა 1992 წლის 10 ოქტომბერს, TurboDuo-ის სახელწოდებით.
PC Engine Duo | |
---|---|
ზედა: იაპონური ვერსია PC Engine Duo ქვედა: ჩრდილოეთ ამერიკული ვერსია TurboDuo | |
მწარმოებელი |
NEC Hudson Soft |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 21 სექტემბერი, 1991[1] ჩრდ.ამ. 10 ოქტომბერი, 1992 |
თავდაპირველი ფასი |
აშშ: 299.99 აშშ დოლარი იაპონია:59,800 იენა |
შეწყდა | დეკემბერი, 1995 |
მედია | TurboChip, CD-ROM |
პროცესორი | HuC6280 1.79 მჰც ან 7.16 მჰც |
მეხსიერება | 8 კბ RAM, 64 კბ ვიდეო RAM, 192 კბ დამატებითი მეხსიერება (System 3.0) |
მონიტორი | 256 × 224, 512 × 224, 512 × 240 ეკრანის გაფართოება. 512 ხელმისაწვდომი ფერი, 481 ფერი ეკრანზე |
ხმა | PSG-ის 6 აუდიო არხი |
შეტანა | გეიმპადი |
წინა |
TurboGrafx-16 (PC Engine) TurboGrafx-CD (CD-ROM² System) |
შემდეგი | PC-FX |
აშშ-ში TurboDuo რეკლამირებული იქნა Turbo Technologies, Inc-ის მიერ (TTI), რომელიც წარმოადგენდა NEC-ის და Hudson Soft-ის ერთობლივ საწარმოს. ის შეიქმნა, რათა მოეხდინა NEC-ის შექმნილი კონსოლების რეალიზაცია ჩრდილოეთ ამერიკაში, რათგანაც NEC Home Electronics USA-მა ვერ შეძლო პლატფომის გასაღება ამ რეგიონში.
კონსოლის თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 299.99 აშშ დოლარს, ხოლო იაპონიაშ 59,800 იპაონურ იენას. TurboDuo წარმოადგენს TurboGrafx-16-ისა TurboGrafx-CD-ის კომბინაციას და გააჩნდა განახლებული BIOS და დამატებითი 192 კბ ოპერატიული მეხსიერება. TurboGrafx-CD-ის მსგავსად TurboDuo-ს შეეძლო Compact Disc Digital Audio-ს და CD+G-ის ფორმატის აღქმა, თუმცა მას არ ჰქონდა PC Engine-ის HuCards-ის წაკითხვის შესაძლებლობა დამატებითი ადაპტერის ან მოდიფიკაციის გარეშე. კონსოლი მოიხმარდა HuC6280-ის ცენტრალურ პროცესორს 1.79 ან 7.16 მჰც ტაქტური სიხშირით, 8 კბ ოპერატიულ და 64 კბ ვიდეო მეხსიერებას, გრაფიკულ ჩიპს შეეძლო 481 ფერის გამოსახვა ეკრანზე და შეტანის საშუალებად გამოიყენებდა სტანდარტულ გეიმპადს. დასახელება TurboDuo მომდინარეობს TTI-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში შექმნილი პერსონაჟ ჯონი ტურბოდან.[2]
იაპონიაში NEC-მა გამოუშვა PC Engine Duo-ის რამდენიმე ვერსია, მათ შორის PC Engine Duo R (გამოსული 1993 წლის 25 მარტს)[1] და PC Engine Duo RX (1994, 25 ივნისი).[1]
გალერეა
რედაქტირება-
PC Engine Duo R
-
PC Engine Duo RX
-
PC Engine ArcadeCard DUO
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „PC Engine Duo“ ვიკისაწყობში.
- TurboDuo — ოფიციალური ვიკი
- PC-Engine-ის ტექნიკური დოკუმენტაცია პროგრამისტებისთვის MagicEngine.com-ზე
- PC-Engine-ის თამაშების დეველოპერების საიტი Frozen Utopia-ზე
- TurboDuo-ს და TurboGrafx-16-ის მიმოხილვა The Video Game Critic-ზე
- NEC PC Engine Duo \ TurboDuo ვიდეო თამაშების კონსოლების ბიბლიოთეკაში