სამყურა მხოხავი
(გადამისამართდა გვერდიდან Trifolium repens)
თეთრი სამყურა (სინ. მხოხავი სამყურა ლათ. Trifolium repens) — მრავალწლოვანი ბალახოვანი საძოვრის მცენარე. თეთრი (ზოგჯერ თეთრი- მკრთალადმოწითალო) თავაკა ყვავილებით. 5-20 სმ-მდე სიმაღლის მოგრძო (40 სმ-მდე) მხოხავი ღეროებით და მასზე განლაგებული ფართო ლანცეტური, სამ-სამ ფოთოლაკიანი ფოთლებით.
სამყურა მხოხავი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Trifolium repens | ||||||||||||||
|
ფართოდაა გავრცელებული საქართველოს დაბლობებსა და მთიანი ზოლის მინდვრებსა და ტყის პირებში. კარგი თაფლოვანი, ამასთან ყუათიანი მწვანე ბალახოვანი საკვებია საქონლისათვის. წითელ სამყურასთან შედარებით იწვევს საქონლის ნაკლებ შებერილობას.
გალერეა
რედაქტირება-
სამყურა თეთრი Trifolium repens
ლიტერატურა
რედაქტირება- კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში გვ 299,თბ., 1957
- Brockhaus ABC der Landwirtschaft, Leipzig, Bd.2. gv. 1506