თარგი:წუარო

Totally Spies!
ჟანრი კომედია, სათავგადასავლო, საოჯახო
სცენარი სტეფან ბერი
რეჟისორი სტეფან ბარი, პასკალ ჟარდინი
გახმოვანება ანდრეა ბეიკერი, ჯენიფერ ჰეილი, კეტი გრიფინი, კეტი ლი, ჯესი ჰარნელი, სტივი ველანსი, დერილ კურილო, სკოტ ბოუდენი, დი ბრედლი ბეიკერი, კელი შერიდანი, ედრიან ტრასი, დენიელ დესანტო
თემის კომპოზიტორი Nick Coler, Fabrice Aboulker
ქვეყანა

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი,

კანადის დროშა კანადა
სეზონი 6
სერია 156
წარმოება
ხანგრძლივობა 22 წუთი
კომპანია Marathon Media, Image Entertainment Corporation
ეთერში 3 ნოემბერი, 2001 — 3 ოქტომბერი, 2014
რესურსები ინტერნეტში
საიტი

„Totally Spies!“ფრანგულ-კანადური ანიმაციური სერიალი, რომელიც შეიქმნა ფრანგული სტუდია «Marathon Media»-ს მიერ. სერიალში მოთხრობილია სამი ჯაშუში დაქალის - სემის, ალექსის და კლოვერის ისტორია.

სიუჟეტი რედაქტირება

სერიალი მოგვითხრობს სამი დაქალის - სემის, ალექსის და კლოვერის ისტორიას. ისინი ყველასაგან საიდუმლოდ მუშაობენ ხალხთა დაცვის ორგანიზაცია WOOHP (World Organization of Human Protection)-ში, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯერი ლუისი. გოგონებს კი უწევთ ამ ფაქტის დამალვა ხალხისაგან და ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას საკმაოდ ართულებს. ეს ჯაშუშები სწავლობენ ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთ სკოლაში. მეხუთე სეზონში კი მათ ეს სკოლა დაამთავრეს და დაიწყეს სწავლა მალიბუს უნივერსიტეტში.

პერსონაჟები რედაქტირება

მთავარი პერსონაჟები რედაქტირება

  • სანამტა სიმფსონი ან «სემი» - გოგონა გრძელი წითური თმებით და მწვანე თვალებით. ატარებს ჯაშუშურ მწვანე კოსტიუმს. იგი არის ყველაზე ჭკვიანი და პასუხისმგებელი მთელს ჯგუფში. გარეგნობით კი ძალიან ჰგავს დედამისს - გების (სახელ გებრიელის შემოკლება)
  • კლოვერ მეისონი - გოგონა ქერა ფერის თმებით და ცისფერი თვალებით. ატარებს ჯაშუშურ წითელ კოსტიუმს. იგი არის სტერეოტიპული ქერა გოგონას ხასიათის მქონე. მას ძალიან უყვარს შოპინგებზე და სპა სალონებში სიარული მის საუკეთესო დაქალებთან - სემთან და ალექსთან. იგი სწავლობს დაქალებთან ერთად მალიბუს უნივერსიტეტში. ამასთან ერთად კი იგი ვეგეტარიანელია.
  • ალექსანდრა ჰიუსტონი ან «ალექსი» - გოგონა შავი ფერის თმების და ვარცხნილობით - ბობ-კარე. ატარებს ყვითელ ჯაშუშურ კოსტიუმს. იგი დაკავებულია სპორტით და საკმაოდ მხიარული ადამიანია. ისევე, როგორც სემს და კლოვერს, ძალიან უყვარს შოპინგებსა და სპა-სალონებში სიარული, მაგრამ მას ასევე მოსწონს კარატე და ტაეკვონდო. სწავლობს დაქალებთან ერთად მალიბუს უნივერსიტეტში.
  • ჯერალდ ჯეიმზ ლუისი ან «ჯერი» - შუახნის მამაკაცი, ძალიან სერიოზული ბრიტანელი ჯენტლმენი. ჰყავს ტყუპისცალი ძმა - ტერენსი, რომელიც ბოროტმოქმედია და ჯერისთან იბრძოდა. არის ხალხთა დაცვის ორგანიზაციის W.O.O.H.P-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. როგორც წესი, იგი იძახებს გოგონებს ყველაზე მოუხერხებელ დროს და ამარაგებს მათ სხვადასხვა გაჯეტებით. გოგონების თქმით, იგი მათ აღიზიანებს, მაგრამ გაჭირვებისას ჯერი მათ ყოველთვის ეხმარება.
  • ამანდა ლუქსი ან «მენდი» - გოგონების მტერი და მოწინააღმდეგე. მას აქვს გრძელი ლამაზი თმები და იასამნისფერი თვალები. სკოლაში იგი არის ყველაზე პოპულარული და მოდური გოგონა. ერთ-ერთ სერიაში ისიც გახდა ჯაშუში, მაგრამ მას ეს არ მოეწონა და მალევე დატოვა ორგანიზაცია. იგი ყოველთვის დადის ორ დაქალთან - დომინიკთან და კეიტლინთან.

მეორეხარისხოვანი პერსონაჟები რედაქტირება

  • ტრენტი - ჯაშუშების თანაკლასელი და მენდის ახლო მეგობარი. იგი ატარებს მენდის გოლფის მანქანაზე. ყველაზე ხშირად კი მისგან შეგვიძლია გავიგოთ ფრაზები : «დიახ, მენდი» და «როგორც შენ იტყვი, მენდი». ატარებს თეთრ პერანგს, მალინისფერ ჰალსტუხს და შავ შარვალს. მან გაიგო, რომ ალექსი, კლოვერი და სემი ჯაშუშები არიან და ამის გამო ჯერიმ მას მახსოვრობა წაუშალა.
  • გლედისი - მთავარი ლოკალური ელექრონულ-დისტრიბუტული ინფორმაციული სისტემა, კომპიუტერი ხელოვნური ინტელექტით. ხანდახან იწვევს ჯაშუში გოგონების თავის ტკივილს. სერიალის განმავლობაში ვიგებთ იმას, რომ მასაც შეიძლება ჰქონდეს ჰობი და გართობის სურვილი. მაგალითად, მას შეუძლია ფოკუსების ჩვენება. გლედისის დიზაინი კი ძალიან წააგავს რობოტ GlaDOS-ს თამაშების სერია Portal-იდან.
  • დევიდი - ბიჭი და ძალიან რომანტიკული პიროვნება. უყვარს ხელოვნება, გიტარაზე დაკვრა, პოეზია, ბუნება და ისტორია.
  • არნოლდ ჯექსონი - გოგონების თანაკლასელი, ვუნდერკინდი და ასოციალური პიროვნება. ძალიან აღიზიანებს მენდის.ხანდახან კი უნებურად უშლის ჯაშუშებს.
  • ბრიტნი - «WOOHP»-ის ჯაშუში. აქვს გრძელი შავი თმები. გამოჩნდა მესამე და მეხუთე სეზონებში. ატარებს ლურჯი ფერის ჯაშუშურ კოსტიუმს. ძალიან უყვარს ჭადრაკი და ძალიან ბევრი რამ ისწავლა ალექსის, სემის და კლოვერისგან და იგი არის თავის ჯგუფში ორ სიმპატიურ ბიჭთან ერთად.
  • ჯაზ ჰენდსი - პანტომიმის მხატვარი, რომელიც ლაპარაკობს ფრანგული აქცენტით. მის ინტერესებში შედის ყველანაირი პანტომიმა და მისი უდიდესი მიზანია გადააქციოს სამყარო საკუთარ იმპერიად, რომელიც შეგდება მხოლოდ მიმებისაგან. ატარებს ძველმოდურ შავ სმოკინგს. ჯაზ ჰენდსი გახდა ბოროტი საკმაოდ უცნაური მიზეზის გამო : მას ეზიზღება ყველა მჭერმეტყველი მომღერალი, მსახიობი და არტისტი, რადგანაც მისი სიტყვებით, «მათ გამო არავინ აფასებს პანტომიმის ნადვილ ხელოვნებას». მისი მთავარი იარაღია - აკორდეონი, რომელშიცაა ლაზერი, რომელიც ყველას პანტომიმის მსახიობებად - მიმებად აქცევს. გაუფრთხილებლობის გამო კი მას უკვე ემსხვერპლა სემი და ალექსი.
  • ტიმ სკემი - ბოროტმოქმედი, რომელიც ადრე მუშაობდა სააგენტოში დარაჯად და სამსახურიდან გაუშვეს იმის გამო, რომ იგი ძალიან ხშირად და უმიზეზოდ იყენებდა იარაღს. მოგვიანებით მან გადაწყვიტა ჯერიზე შურისძიება და როდესაც დაირქვა სახელი «მაკ სმიტი», უთხრა გოგონებს, რომ ჯერი პენსიაზე გავიდა და ის მათი ახალი ხელმძღვანელია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება