Tool
Tool — ამერიკული როკ-ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან (კალიფორნია). იგი ჩამოყალიბდა 1980 წელს. ჯგუფში შედიოდნენ დენი კერი (დასარტყმელი საკრავები), ადამ ჯოუნზი (გიტარები) და მეინერდ ჯეიმზ კინენი (ვოკალი). 1995 წლიდან ჯგუფის ბას-გიტარისტია ჯასტინ ჩენსელორი, რომელიც პოლ დ'ამურის სანაცვლოდ მოვიდა. ჯგუფს სამჯერ აქვს მიღებული გრემის ჯილდო, ჩატარებული აქვს მსოფლიო ტურნეები და გამოცემული აქვს ალბომები, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ჩარტის სათავეებში მოექცა.
Tool | |
---|---|
ჯგუფის გამოსვლა ბარსელონაში, 2006 წელი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული მეტალი, არტ-როკი, პოსტ-მეტალი, პროგრესული მეტალი, პროგრესული როკი |
აქტიური | 1990–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Tool Dissectional, Volcano, Zoo |
წევრები |
დენი კერი ადამ ჯოუნზი მეინერდ ჯეიმზ კინენი ჯასტინ ჩენსელორი |
ყოფილი წევრები | პოლ დ'ამური |
საიტი | www.toolband.com |
Tool ვიკისაწყობში |
ჯგუფი პოპულარული გახდა მძიმე მეტალის შესრულებით და მეხუთე ალბომით Undertow (1993). მოგვიანებით იგი ალტერნატიული მეტალის დომინირებად კოლექტივად იქცა, როდესაც 1996 წელს Ænima გამოსცა. მუსიკალური ექსპერიმენტები, ვიზუალური ხელოვნების ელემენტები და პირადი ევოლუციის გზავნილები გაგრძელდა Lateralus-ით (2001) და უკანასკნელ ალბომზე, 10,000 Days (2006), რამაც კოლექტივს კრიტიკოსთან აღიარება და მსოფლიო კომერციული წარმატება მოუტანა.
ვიზუალური ხელოვნებისა და მდიდარი და ხანგრძლივი ჩანაწერების გამო ჯგუფს რომელიმე ერთ ჟანრს არ მიაკუთვნებენ. მის სიმღერებში დომინირებენ არტ-როკი, პროგრესული მეტალი და პროგრესული როკი. ჯგუფის ურთიერთობა თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიასთან წინააღმდეგობრივია და გამოირჩევა ცენზურით და მედიასთან ურთიერთობებისგან თავის არიდებით.
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Undertow (1993)
- Ænima (1996)
- Lateralus (2001)
- 10,000 Days (2006)
- Fear Inoculum (2019)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- მხატვრობა დაარქივებული 2008-10-25 საიტზე Wayback Machine.