Time Flies (სიმღერა)
„Time Flies“ (ქართ. დრო მიფრინავს) — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ Porcupine Tree-ს სიმღერა, გამოცემული, როგორც სინგლი 2009 წლის სტუდიური ალბომიდან The Incident. დაწერილი ჯგუფის ლიდერ სტივენ უილსონის მიერ, იგი არის 55 წუთიანი პიესის ცენტრალური ნაწილი, რომელიც მოიცავს ალბომის პირველ დისკს. სიმღერაში საუბარია ასაკის მატებაზე და იმაზე, რომ ასაკთან ერთად დრო უფრო სწრაფად გადის, ტექსტის ნაწილი კი თავად უილსონის ცხოვრებას უკავშირდება.[1] სიმღერა ალბომზე 11:40-ს გრძელდება. მისი ოფიციალური ვიდეო გადაღებულია ლასე ჰოილის მიერ.[1] ვინაიდან ალბომის ხმის მონტაჟში შეცდომა მოხდა, CD-სინგლში მიქსი განსხვავდება ალბომისგან.
„Time Flies“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Porcupine Tree | ||||
ალბომიდან The Incident | ||||
გამოსვლის თარიღი | 11 აგვისტო 2009 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა |
11:40 (ალბომის ვერსია) 5:23 (შემოკლებული) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Roadrunner | |||
ავტორ(ებ)ი | სტივენ უილსონი | |||
Porcupine Tree — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერების სია
რედაქტირება- Time Flies (შემოკლებული) - 5:23
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Roadrunner Records UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-11. ციტირების თარიღი: 2017-07-15.