This Wasბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1968 წელს. იგი ჩაიწერა სულ 1200 გირვანქა სტერლინგის ბიუჯეტით და მიიღო ბევრი დადებითი შეფასება. ვუდსტოკის ფესტივალის მოვლენების ამსახველ დოკუმენტურ ფილმში გაისმის სიმღერის „Beggar's Farm“ ფრაგმენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დროს ეს ალბომი შტატებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

This Was

სტუდიური ალბომი - ჯეთრო ტალი
გამოცემის თარიღი 25 ოქტომბერი, 1968
ჩაიწერა 13 ივნისი, 1968 - 23 აგვისტო, 1968
ჟანრი ბლუზ-როკი, ჯაზ-როკი, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 38:21
ლეიბლი Island Records (ბრიტანეთი), Reprise Records (აშშ)
პროდიუსერი ჯეთრო ტალი, ტერი ელისი
ჯეთრო ტალი – ქრონოლოგია

This Was
(1968)
Stand Up
(1969)
სინგლები ალბომიდან {{{სახელი}}}
  1. „Sunshine Day/Aeroplane“
    გამოვიდა: Early 1968
  2. „A Song for Jeffrey/One for John Gee“
    გამოვიდა: 1968
  3. „Love Story/A Christmas Song“
    გამოვიდა: დეკემბერი 1968
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars[1]
NME (კეთილგანწყობილი)[2]
Melody Maker (კეთილგანწყობილი)[3]
გიორგი სტაროსტინი (8/10)
(საერთო რეიტინგი: 11/15)[4]
რობერტ კრისტგოუ C−[5]

ისევე, როგორც შემდგომში ბევრ სხვა ალბომზე, იენ ანდერსონმა სიმღერები გიტარისტი მიკ აბრაჰამსთან ერთად დაწერა. ალბომი უფრო ახლოს არის რიტმ-ენდ-ბლუზთან, ვიდრე პროგრესულ როკთან.

ამ ალბომში ასევე შესულია ჯგუფის ერთადერთი სიმღერა, რომელზეც არ მღერის ანდერსონი - ეს არის Move On Alone, მიკ აბრაჰამსის ვოკალით. თავად აბრაჰამსმა დატოვა ჯგუფი ამ დისკის გამოცემის შემდეგ.

ალბომში ასევე შეტანილია ჯაზური კომპოზიციის „Serenade to a Cuckoo“ იმპროვიზაცია. მისი ორიგინალური ავტორი როლანდ კირკია, რომლის ფლეიტაზე დაკვრის მანერამ დიდი გავლენა იქონია ანდერსონზე.

სიმღერების სიარედაქტირება

მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„My Sunday Feeling“ანდერსონი3:43
2.„Some Day the Sun Won't Shine for You“ანდერსონი2:49
3.„Beggar's Farm“აბრაჰამსი/ანდერსონი4:19
4.„Move on Alone“აბრაჰამსი1:58
5.„Serenade to a Cuckoo“კირკი6:07
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Dharma for One“ანდერსონი/ბანკერი4:15
2.„It's Breaking Me Up“ანდერსონი5:04
3.„Cat's Squirrel“ხალხური სიმღერა, არანჟირება - აბრაჰამსი5:42
4.„A Song for Jeffrey“ანდერსონი3:22
5.„Round“ანდერსონი/აბრაჰამსი/ბანკერი/კორნიკი/ელისი1:03

40 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Eder, Bruce. This Was – Jethro Tull საიტზე Allmusic. წაკითხვის თარიღი: 27 მარტი 2011
  2. Evans, Allen (26 ოქტომბერი 1968). „This Was: Jethro Tull“. NME. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2011.
  3. „Jethro Tull LP Sets Fans on Fire“. Melody Maker. 2 ნოემბერი 1968. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2011.
  4. Starostin, George. This Was. George Starostin. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2011.
  5. კრისტგოუ, რობერტ. Jethro Tull: This Was. რობერტ კრისტგოუ. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=This_Was&oldid=3336028“-დან