Thirteen (რობერტ მაილზის ალბომი)
Thirteen (სტილიზებული, როგორც TH1RT3EN) — მუსიკოს რობერტ მაილზის მეხუთე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2011 წლის 7 თებერვალს. სინამდვილეში, ეს არის მაილზის მესამე ალბომი, ჩაწერილი დამოუკიდებლად[4]. დისკი გამოირჩევა ალტერნატიული და პროგრესული როკის ემბიენტთან და ელექტრონულ ჟღერადობასთან აღრევით. ყველა კომპოზიცია მასზე ინსტრუმენტულია, ხოლო რაოდენობა ცამეტს შეადგენს, რაც ალბომის სახელწოდებადაც იქცა.[5] ალბომი გამოიცა CD და შეზღუდული დიჯიპეკის სახით. მისი ციფრული ვერსია შეიცავს დამატებით სიმღერას. ალბომის გამოცემის შემდეგ კომპოზიციები „Miniature World“, „Deep End“, „Black Rubber“ და „Antimony“ ოფიციალურად ჩაიწერეს რემიქსების სახით და ყველა გამოიცა A-მხარიან დისკზე. ალბომიდან აგრეთვე გამოვიდა სინგლი „Miniature World“.
Thirteen | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||
სტუდიური ალბომი - რობერტ მაილზი | ||||||||||
გამოცემის თარიღი | 7 თებერვალი 2011 | |||||||||
ჟანრი | პროგრესული როკი, ემბიენტი, ჩილ-აუტი, დაუნტემპო, სპეის-როკი[1] | |||||||||
ხანგრძლივობა | 57:27 | |||||||||
ლეიბლი | Salt Records SALTCD 012 | |||||||||
რობერტ მაილზი – ქრონოლოგია | ||||||||||
|
პროფესიონალური შეფასებები | |
---|---|
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Guardian UK | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
MusicOMH | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
შექმნარედაქტირება
„19 წლის ასაკში მაილზ დეივისი მოვისმინე, მეგობარმა მომასმენინა. თავდაპირველად ფუტურისტული მომეჩვენა და სინამდვილეში მისი მნიშვნელობა ვერ გავიგე. შემდეგ ლონდონში გადავედი და საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ გონებამ აღიქვა ეს ხმები და არანჟირებები. მას შემდეგ ჩემი მუსიკა ჯაზის ელემენტებით დაიტვირთა. ალბომის პირველი ნახევარი ნამდვილად უფრო ჯაზურ მიმართულებას მიჰყვება, ხოლო მეორე უფრო პროგრესულია. - რობერტ მაილზი
[6]“
|
სიმღერების სიარედაქტირება
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Orchid Miracle“ | 5:19 |
2. | „Moving“ | 5:25 |
3. | „Somnambulism“ | 6:37 |
4. | „Everything or Nothing“ | 5:01 |
5. | „Afterglow“ | 4:03 |
6. | „Deep End“ | 3:37 |
7. | „Black Rubber“ | 4:31 |
8. | „Miniature World“ | 3:56 |
9. | „Antimony“ | 5:03 |
10. | „Archives“ | 3:48 |
11. | „Voices from a Submerged Sea“ | 5:05 |
12. | „Nonsense“ | 0:53 |
13. | „The Wolf“ | 4:09 |
საერთო ხანგრძლივობა: | 57:27 |
პერსონალირედაქტირება
- რობერტ მაილზი – არანჟირებები, ბას-გიტარა, კომპოზიტორი, ხმის ინჟინერი, კლავიშებიანები, მიქსი, პროდიუსერი, პროგრამირება, ხმის დიზაინი
- ტონი ეკონომიდესი – ხმის ინჟინერი, ხმის მიქსი
- პოლ ფოლუნი – ბას-გიტარა
- მაიკლ ფოსენკიპერი – მასტერინგი
- რობერტ ფრიპი – ელექტროგიტარა, კლავიშებიანები
- დავიდე ჯოვანინი – დასარტყმელი საკრავები
- სტივ ჰასი – სიმებიანების არანჟირება
- დეივ ოკუმუ – ელექტროგიტარა
- მაიკ პატო – Fender Rhodes, კლავიშებიანები
- ჯონ თორნი – ბას-გიტარა, კონტრაბასი
- Urban Soul Orchestra – სიმებიანების არანჟირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Th1Rt3En დაარქივებული 2012-04-25 საიტზე Wayback Machine. საიტზე Saltrecords.com
- Robert Miles - Thirteen [Album]. altsounds.com (2011-02-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-02. ციტირების თარიღი: 2014-01-28.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 Jon O'Brien. Th1Rt3En - Robert Miles : სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები : AllMusic. Allmusic. ციტირების თარიღი: 28 აპრილი 2013.
- ↑ Tom Ewing (2011-02-03). „Robert Miles: Thirteen – review : Music : The Guardian“. ლონდონი: Guardian. ციტირების თარიღი: 28 აპრილი 2013.
- ↑ David Welsh. Robert Miles - Thirteen : Album Reviews : musicOMH. MusicOMH. ციტირების თარიღი: 28 აპრილი 2013.
- ↑ Robert Miles – Th1rt3en. discogs.com. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
- ↑ ROBERT MILES -- THIRTEEN. eurokdj.com. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2016.
- ↑ Fischer, Tobias. Interview with Robert Miles. tokafi.com. ციტირების თარიღი: 2014-01-28.