ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

The Voice of Holland, აგრეთვე ცნობილი როგორც TVOH — ჰოლანდიური ვოკალისტების რეალითი შოუ, რომლის ავტორია ჯონ დე მოლი და გადის RTL 4-ზე. პირველი ცხრა სეზონის განმავლობაში შოუს წამყვანები იყვნენ მარტიჯინ კრაბე და ვენდი ვან დიჯიკი. მეათე სეზონში ვან დიჯიკი ჩაანაცვლა ჩანტალ ჯანზენმა, რომელმაც შოუს წაყვანა გააგრძელა მომდევნო სეზონშიც.

The Voice of Holland
ჟანრი რეალითი შოუ
ავტორი ჯონ დე მოლი
როელ ვან ველზენი
წამყვანი მარტიჯინ კრაბე
ვენდი ვან დიჯიკი (2010-2019)
ჩანტალ ჯანზენი (2019-)
მონაწილეობენ The Voice of Holland-ის ბენდი
ჟიური ჯეროენ ვან დერ ბუმი (2010-2011)
როელ ვან ველზენი (2010-2012)
ანჯელა გრუტუიზენი (2010-2012)
ნიკი & სიმონი (2010-2012)
მარკო ბორსატო (2011-2016)
ტრიჯნტჯე ოოსტერჰუისი (2012-2014)
აილს დელანჯი (2013-2014)
ალი ბი (2013-)
სანე ჰანსი (2015-2018)
ანუკი (2015-)
ვეილონი (2016-)
გუუს მეუვისი (2016-2017)
ლილ' კლეინე (2018-2020)
ჯან სმიტი (2020-)
გახმოვანება მარტიჯინ კრაბე
ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ენა ჰოლანდიური
სეზონი 11
ეპიზოდი 137
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი Talpa Productions
მონტაჟი 16:9
ხანგრძლივობა 120 წთ (რეკლამებით)
ეთერი
ორიგინალური არხი RTL 4
ეთერში 17 სექტემბერი, 2010 — დღემდე
დაკავშირებული შოუები The Voice Kids
The Voice Senior
რესურსები ინტერნეტში
საიტი

შოუს ჰყავს მწვრთნელების პანელი, რომლებიც მომღერლებს მთელი სეზონის განმავლობაში მენტორობას უწევენ. მათი მიზანია, რომ რომელიმე გამარჯვებული მწვრთნელი გახდეს თავისი მომღერლის გამარჯვებით. ორიგინალურ პანელში შედიოდნენ ჯეროენ ვან დერ ბუმი, როელ ვან ველზენი, ანჯელა გრუტუიზენი და ნიკი & სიმონი. ამჟამინდელ პანელში შედიან ვეილონი, ჯან სმიტი, ანოუკი და ალი ბი. სხვა მწვრთნელები წინა სეზონებიდან იყვნენ მარკო ბორსატო, ტრიჯნტჯე ოოსტერჰუისი, აილს დელანჯი, სანე ჰანსი, გუუს მიუვისი და ლილ' კლეინე.

შოუ ძალიან პოპულარული გახდა, რის გამოც მისი ანალოგები უამრავ ქვეყანაში შეიქმნა.

ბრმა კასტინგები

პირველი რაუნდი არის ბრმა კასტინგები, სადაც მომღერლები მღერიან ოფიციალური მწვრთნელების წინაშე. მწვრთნელები სხედან სავარძლებზე, რომლებიც სცენის მხრიდან უკანაა შემობრუნებული. თითო მწვრთნელს თუ მომღერლის სიმღერა მოეწონება, შემოტრიალდება სცენისკენ. თუ მომღერალს მხოლოდ ერთი მწვრთნელი შემოუტრიალდა, შესაბამისად მომღერალი მის გუნდში ხვდება. თუ მომღერალს ერთზე მეტი მწვრთნელი შემოუტრიალდა, მან თვითონ უნდა აირჩიოს სასურველი მწვრთნელი. თუ მომღერალს არცერთი მწვრთნელი არ შემოუტრიალდა ის შოუში ვერ ხვდება. თითო მწვრთნელს ბრმა კასტინგების შემდეგ ჰყავს რამდენიმე მომღერლისგან შემდგარი გუნდი.

რინგები

მეორე რაუნდია რინგები. რინგებში თითო გუნდიდან ორი მომღერალი წყვილდება. ისინი ერთად ასრულებენ ერთ სიმღერას. მწვრთნელი გადაწყვეტს, ვინ გადავა შემდეგ რაუნდში და სრულდება რინგებიც.

ნოკაუტ რაუნდი

მესამე რაუნდი ნოკაუტ რაუნდია. ის პირველად შოუს მეექვსე სეზონში გამოჩნდა. ნოკაუტ რაუნდში მომღერლები ინდივიდუალურად ასრულებენ სიმღერებს, რის შემდეგაც მწვრთნელი გამოავლენს სამ მომღერალს, რომლებიც შემდეგ რაუნდში გადადიან.

ლაივ შოუები

ბოლო რაუნდი ლაივ შოუებია, სადაც მომღერლები ჟიურის წინ მღერიან. ლაივ შოუები სხვა რაუნდებისგან განსხვავებით პირდაპირ ეთერში გადის. მომღერლები იბრძვიან უკანასკნელ ოთხეულში მოხვედრისთვის, ხოლო ბოლოს - გამარჯვებისთვის. ფინალში ყველაფერს ხალხი წყვეტს და ბოლოს ცხადდება შოუს გამარჯვებული.

მწვრთნელები და წამყვანები

რედაქტირება

შოუს შექმნის დროს მწვრთნელები არ იყვნენ ცნობილები, თუმცა გორდონი, მარკო ბორსატო და ჯონ ევბანკი მწვრთნელობის კანდიდატებად იყვნენ წარმოდგენილები. 2010 წლის 17 ივნისს მწვრთნელების ვინაობა ცნობილი გახდა: ჯეროენ ვან დერ ბუმი, როელ ვან ველზენი, ანჯელა გრუტუიზენი და ნიკი & სიმონი.[1] პირველ სეზონში ვან ველზენი ლაივ შოუებს არ დასწრებია კონცერტების გამო. მარტიჯინ კრაბე იყო შოუს წამყვანი, მას ლაივ შოუებში ვენდი ვან დიჯიკი შეუერთდა, ხოლო უინსტონ გერჩანოვიცი იყო "წითელი ოთახის" წამყვანი. პირველი სეზონის შემდეგ შოუ დატოვა ვან დერ ბუმმა, რათა The Winner Is-ის ჟიური გამხდარიყო. ის მარკო ბორსატომ ჩაანაცვლა, ხოლო ვან დიჯიკი მთავარი წამყვანი გახდა. მეორე სეზონის შემდეგ შოუ დატოვა გრუტუიზენმა, რომელიც ჩაანაცვლა ტრიჯნტჯე ოოსტერჰუისმა, რომელიც ერთ-ერთი იყო პირველი სეზონის მწვრთნელობის მსურველთაგან.[2] 2012 წლის 17 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ნიკმა & სიმონმა პირველი სამი სეზონის შემდეგ შოუ დატოვეს. 2013 წლის 22 მარტს ცნობილი გახდა, რომ ნიკსა & სიმონს აილს დელანჯი ჩაანაცვლებდა. ორი თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ვან ველზენმა, ნიკი & სიმონის მსგავსად შოუ პირველი სამი სეზონის შემდეგ დატოვა. ის ჩაანაცვლა ალი ბიმ. მწვრთნელების პანელი მეხუთე სეზონში არ შეცვლილა, თუმცა მეოთხე სეზონის შემდეგ შოუ დატოვა გერჩანოვიცმა, ხოლო ის ჯამაი ლომანმა ჩაანაცვლა.[3] 2015 წლის 15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მეხუთე სეზონის შემდეგ შოუ ოოსტერჰუისმა და დელანჯმა დატოვეს, რომ სხვა პროექტებისთვის მიეხედათ. ისინი ჩაანაცვლეს ანუკიმ და Miss Montreal-ის წევრმა, სანე ჰანსმა. ალი ბი და ბორსატო დაბრუნდნენ მეექვსე სეზონში. 2016 წლის 29 იანვარს, მეექვსე სეზონის ფინალის დროს, ბორსატომ განაცხადა, რომ ამავე სეზონის შემდეგ ის შოუს ტოვებდა და მას გუუს მეუვისი ჩაანაცვლებდა.[4] ანუკის თავიდან გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მწვრთნელი ორი სეზონის განმავლობაში ყოფილიყო, თუმცა შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ თავისი ორსულობის გამო დაეტოვა შოუ. ანუკი კი ვეილონმა ჩაანაცვლა. მეშვიდე სეზონის შემდეგ მეუვისმა დატოვა შოუ. 2017 წლის 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ერთი სეზონის გამოტოვების შემდეგ ანუკი შოუს დაუბრუნდებოდა დაბრუნებულ მწვრთნელებთან ალი ბისთან, ვეილონთან და ჰანსთან ერთად. 2018 წლის 2 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჰანსი შოუს ტოვებდა და მას ლილ' კლეინე ჩაანაცვლებდა. 2019 წელს ვან დიჯიკმა განაცხადა, რომ ის RTL 4-იდან SBS6-ზე გადადიოდა და შესაბამისად შოუსაც ტოვებდა.[5] 22 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ვან დიჯიკს ჩანტალ ჯანზენი ჩაანაცვლებდა. მალე ვან დიჯიკის მსგავსად ლომანმაც დატოვა შოუ და ის ჯერალდინა კემპერმა ჩაანაცვლა.[6] 2019 წლის 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მეათე სეზონში ყველა მწვრთნელი დაბრუნდებოდა. 2020 წლის 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ვეილონი, ანუკი და ალი ბი შემდეგ სეზონში დაბრუნდბოდნენ; მაგრამ ლილ' კლეინემ შოუ დატოვა. ორი თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას ჯან სმიტი ჩაანაცვლებდა.[7][8]

სერიების მიმოხილვა

რედაქტირება

სეზონი პრემიერა ფინალი გამარჯვებული მეორე ადგილოსანი მესამე ადგილოსანი მეოთხე ადგილოსანი გამარჯვებული მწვრთნელი წამყვანები მწვრთნელები
1 17 სექტემბერი, 2010 21 იანვარი, 2011 ბენ საუნდერსი პერლ ჯოზეფზუნი კიმ დე ბოერი ლეონი მეიჯერი როელ ვან ველზენი მარტიჯინ კრაბე ვენდი ვან დიჯიკი უინსტონ გერჩანოვიცი ჯეროენი როელი ანჯელა ნიკი & სიმონი
2 23 სექტემბერი, 2011 20 იანვარი, 2012 ირის კროესი ქრის ჰორდიჯიკი ერვინ ნაიჰოფი პოლ თარნერი მარკო ბორსატო მარკო
3 24 აგვისტო, 2012 14 დეკემბერი, 2012 ლეონა ფილიპო იოჰანეს რაიმპა ფლურტჯე სმიტი ივარ ოოსტერლუ ტრიჯნტჯე ოოსტერჰუისი ტრიჯნტჯე
4 30 აგვისტო, 2013 21 დეკემბერი, 2013 ჯულია ვან დერ ტურნი მიჩელ ბრანინგსი ჯერი დანტუმა ჯილ ჰელენა მარკო ბორსატო აილსი ალი ბი
5 29 აგვისტო, 2014 19 დეკემბერი, 2014 O'G3NE სჯორს ვან დერ პანე გუუს მალდერი ემალი ბრაუნი ჯამაი ლომანი
6 25 სექტემბერი, 2015 29 იანვარი, 2016 მაან დე სტინვაინკელი დეივ ვერმეულენი ბრეისი ჯენი ლენა სანე ანუკი
7 21 ოქტომბერი, 2016 17 თებერვალი, 2017 პლეუნ ბირბუმსი იზაბელ პრუვუსტი ვინჩენცო ტაჰაპერი ტჰიჯს პოტი ვეილონი ვეილონი გუუსი
8 20 ოქტომბერი, 2017 16 თებერვალი, 2018 ჯიმ ვან დერ ზი სამანთა სტინვიჯიკი ნიენკე ვიჯინჰოუენი დემი ვან ვიჯინგაარდენი ანუკი ანუკი
9 2 ნოემბერი, 2018 22 თებერვალი, 2019 დენის ვან აარსენი ნავარონე პატრიცია ვან ჰაასტრეჩი მენნო აბენი ვეილონი ლილ კლეინე
10 8 ნოემბერი, 2019 28 თებერვალი, 2020 სოფია კრუიტჰოფი სტეფ კლასენსი ემა ბოერტიენი დაფნე ვან დიტშუიზენი ანუკი ჩანტალ ჯანზენი ჯერალდინა კემპერი
11 20 ნოემბერი, 2020 26 მარტი, 2021 ჯანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. RTL plaatst The Voice tegenover SBS' Popstars nl (June 7, 2010). ციტირების თარიღი: June 7, 2010
  2. The Voice of Holland 2011 met Marco Borsato als coach nl (February 21, 2011). ციტირების თარიღი: February 21, 2011
  3. Nick & Simon stoppen met jurering bij The Voice nl. AD.nl (December 17, 2012). ციტირების თარიღი: July 15, 2013
  4. Guus Meeuwis nieuwe coach The Voice of Holland nl (January 29, 2016). ციტირების თარიღი: January 29, 2016
  5. Wendy van Dijk maakt overstap van RTL 4 naar SBS6 (January 14, 2019). ციტირების თარიღი: January 15, 2019
  6. The Voice of Holland blijft bij RTL en Chantal vervangt Wendy. ციტირების თარიღი: February 22, 2019
  7. Lil Kleine en Marco Borsato keren niet terug in The Voice nl. ციტირების თარიღი: 2020-06-06
  8. The word is out! Jan Smit wordt coach bij The voice of Holland en heeft maar één doel: Talenten binnen hengelen! ✌🏼 #TeamJan #thevoiceofholland. ციტირების თარიღი: 8 August 2020
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/The_Voice_of_Holland“-დან