The Red Hot Chili Peppers — ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1984 წლის 10 აგვისტოს. დისკი გამოსცა ლეიბლმა EMI. ალბომიდან გამოვიდა 2 სინგლი - True Men Don't Kill Coyotes და Get Up and Jump. დისკის პროდიუსერია ენდი გილი (Gang of Four). ეს არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი გიტარისტ ჯეკ შერმენის მონაწილეობით.

The Red Hot Chili Peppers
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 10 აგვისტო 1984
ჩაიწერა აპრილი 1984
ჟანრი ფანკ როკი, რეპ-როკი
ხანგრძლივობა 30:42 (2003 წლის გამოცემა - 46:01)
ლეიბლი EMI
პროდიუსერი ენდი გილი
Red Hot Chili Peppers — ქრონოლოგია
The Red Hot Chili Peppers
(1984)
Freaky Styley
(1985)
სინგლები ალბომიდან Red Hot Chili Peppers
  1. „True Men Don't Kill Coyotes“
    გამოცემის თარიღი: 1984
  2. „Get Up and Jump“
    გამოცემის თარიღი: 1984
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic2.5/5 stars
რობერტ კრისტგოუ(B-) [2]

Red Hot Chili Peppers-ს გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი EMI-სთან. მიუხედავად ამისა, ჰილელ სლოვაკი და ჯეკ აირონსი ჩაწერაში არ მონაწილეობდნენ, ვინაიდან მანამდე 2 კვირით ადრე კონტრაქტი MCA records-თან გააფორმეს. მათ დროებით ჩაენაცვლა ორი მუსიკოსი - კლიფ მარტინესი (დასარტყმელი საკრავები) და ჯეკ შერმენი (გიტარა).

ალბომის ჩაწერას თან ბევრი სირთულე ახლდა. ენდი გილი და ჯგუფი კამათობდნენ შემოქმედებით საკითხებზე. გილს სურდა კოლექტივში უფრო კომერციული ჟღერადობის მიღწევა[3]. კიდისის ავტობიოგრაფიულ წიგნში Scar Tissue აღწერილია, რომ ენდი „მოსპო სიმღერის Police Helicopter გასწვრივ გილის მიერ მიწერილი სიტყვის shit დანახვამ“ - ვინაიდან ეს იყო ჯგუფის მიერ დაწერილი ერთ-ერთი პირველი სიმღერა და კიდისის თქმით, „მასში აისახა ჯგუფის ჟღერადობისა და ენერგიის დინამიური, განმგმირავი, მოუქნელი, ამაღელვებელი ძალის სული“. ცნობილია, რომ ჯგუფი ჩაწერილი სიმღერებით უკმაყოფილო დარჩა და უფრო მეტად მოსწონდა სლოვაკთან და აირონსთან ერთად ჩაწერილი დემო-ვერსიები. კიდისის თანახმად, ჩაწერის დროს მისთვის უცნაური აღმოჩნდა, რომ შერმენი თითებისათვის გელის მსგავს სითხეს იყენებდა, რათა გიტარაზე დაკვრისას თითები არ სტკენოდა.

ალბომის გამოცემის შემდეგ ჯგუფმა საკონცერტო ტურნე გამართა, მაგრამ შერმენთან კვლავ უთანხმოებებს ჰქონდა ადგილი. თითოეულმა მუსიკოსმა ამ ტურნედან მხოლოდ 500 დოლარი მიიღო.[4] როგორც The Red Hot Chili Peppers, ასევე EP Squeezed (ჯგუფი What Is This?) არც თუ შთამბეჭდავად იყიდებოდა, ამიტომ ჯეკ შერმენი გაუშვეს ჯგუფიდან და მიიღეს სლოვაკი, რომელმაც კოლექტივთან ერთად ჩაწერა Freaky Styley, შემდეგი ალბომი.

სიმღერების სია

რედაქტირება
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„True Men Don't Kill Coyotes“ფლი, კიდისი, მარტინესი, შერმანი3:40
2.„Baby Appeal“ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი3:40
3.„Buckle Down“ფლი, კიდისი, მარტინესი, შერმანი3:24
4.„Get Up and Jump“ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი2:53
5.„Why Don't You Love Me“ჰენკ უილიამსი3:25
6.„Green Heaven“ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი3:59
7.„Mommy, Where's Daddy?“ფლი, კიდისი, მარტინესი, შერმანი3:31
8.„Out in L.A.“ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი2:00
9.„Police Helicopter“ფლი, აირონსი, კიდისი, სლოვაკი1:16
10.„You Always Sing the Same“ (გვიანდელ გამოცემებში - You Always Sing)ფლი, აირონსი, კიდისი0:19
11.„Grand Pappy du Plenty“ფლი, ენდი გილი, კიდისი, მარტინესი, შერმანი4:14
12.„I Am Small“ (ალბომზე One Hot Minute ეწოდება Pea) 1:47
13.„Nobody Knows You“ 3:30
14.„I Am Alone“ 4:05
2003 წლის გამოცემის დამატებები
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
15.„Get Up and Jump (დემო)“ფლი, კიდისი, აირონსი, სლოვაკი2:37
16.„Police Helicopter (დემო)“ფლი, კიდისი, აირონსი, სლოვაკი1:12
17.„Out in L.A. (დემო)“ფლი, კიდისი, აირონსი, სლოვაკი1:56
18.„Green Heaven (დემო)“ფლი, კიდისი, აირონსი, სლოვაკი3:57
19.„What It Is (დემო)“ (ასევე ცნობილია, როგორც Nina's Song)ფლი, კიდისი3:57
საერთო ხანგრძლივობა:46:01

პერსონალი

რედაქტირება
Red Hot Chili Peppers
დამატებითი მუსიკოსები
  • კით ბრი - საყვირების არანჟირება, ალტი
  • კლიფ ბრუკსი - კონგა
  • გვენ დიკი - დამატებითი ვოკალი
  • პატრიკ ინგლიში - საყვირი
  • კენი ფლუდი - ტენორ საქსოფონი
  • ფილ რენელინი - ტრომბონი
ჩაწერის პერსონალი
  • ენდი გელი - პროდიუსერი
  • დეივ ჯერდენი - ხმის ინჟინერი
  • კეროლინ კოლინზი - ხმის ინჟინერის თანაშემწე
  • რობ სტივენსი - ხმის მიქსი
  • ბარი კონლი - თანაშემწე (ხმის მიქსი)
  • გრეგ ფულჯინიტი - მასტერინგი
ყდა
  • გერი პენტერი - გარეკანის მხატვრობა
  • ედვარდ კოლვერი - ფოტოგრაფია
  • ჰოვარდ როზენბერგი - ფოტოგრაფია
  • ჰენრი მარკეზი - მხატვრობის ხელმძღვანელი

2003 წლის რემასტერი

რედაქტირება
  • კევინ ფლეერტი - ახალი გამოცემის პროდიუსერი
  • რონ მაკ-მასტერი - რემასტერი
  • კენი ნემესი - პროექტის მენეჯერი
  • მიშელ აზოპარდი - მხატვრობის ხელმძღვანელი
  • კრისტინ ლ. ბერნარდი - დიზაინი
  • ჯონ დინზერი - ფოტოგრაფია, დამატებითი დიზაინი
  • ედვარდ კოლვერი - ფოტოგრაფია
  • ჰოვარდ როზენბერგი - ფოტოგრაფია
  • EMI-ს არქივები - ფოტოგრაფია
  1. Allmusic Review
  2. Robert Christgau Review
  3. Kiedis, Sloman, 2004 p. 144–145
  4. Kiedis, Sloman, 2004 p. 161