The Rasmusფინური როკ-ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1994 წელს ქალაქ ჰელსინკიში, ამ დროს ჯგუფის წევრები ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ჯგუფი ჩამოაყალიბეს: ლაური ილონენმა (ვოკალი), ერო ჰეინონენმა (ბასი), პაული პანტასალმმა (გიტარა), იანე ჰეისკანენმა (დასარტყმელი საკრავები). 1998 წელს ჯგუფი დატოვა იანე ჰეისკანენმა, ჯგუფს მალევე შეუერთდა აკი ჰაკალა.

The Rasmus

ბიოგრაფია
წარმოშობა ჰელსინკი, ფინეთი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1994–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები ლაური ილონენი
ერო ჰეინონენი
ემილია სუჰონენი
აკი ჰაკალა
ყოფილი წევრები პაული რანტასალმი
იანე ჰეისკანენი
საიტი therasmus.com
The Rasmus ვიკისაწყობში

1996 წელს The Rasmus-მა გამოუშვა თავისი პირველი ალბომი Peep, რომელსაც დიდი პოპულარობა არ მოჰყოლია. ამის შემდეგ ჯგუფმა კიდევ ორი ალბომი გამოუშვა, რომლებიც ასევე არ იყო პოპულარული. 2001 წელს The Rasmus-მა გამოუშვა ახალი ალბომი Into, რომელიც საკმაოდ პოპულარული გამოდგა. 2003 წელს მან გამოუშვა ალბომი Dead Letters, რომელიც ყველა დანარჩენ ალბომზე პოპულარული გამოდგა, The Rasmus ახალგაზრდებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი გახდა. ამ დროისათვის მას უკვე გამოშვებული ჰქონდა 21 სინგლი, რომლებიც ჩარტებში პირველ ადგილს ინარჩუნებდნენ — „Liquid“, „F-F-F-Falling“, „In the Shadows“, „First Day of My Life“, „Funeral Song“ , „No Fear“, „Sail Away“, „Livin' in a World Without You“, და „Justify“.

2003 წელს ჯგუფმა MTV-ს დაჯილდოებაზე საუკეთესო სკანდინავიური ჯგუფის ტიტული მიიღო. 2005 წელს კი საუკეთესო ფინური ჯგუფის.

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Jeffries, David. The Rasmus. Allmusic. ციტირების თარიღი: 7 August 2015.
  2. Live Review: The Rasmus – O2 Academy, Islington – 21/05/12. Hit the Floor (22 May 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 7 August 2015.
  3. Deming, Mark. The Rasmus - Best of the Rasmus: 2001-2009. Allmusic. ციტირების თარიღი: 7 August 2015.
  4. Simpson, Dave. (6 April 2004) The Rasmus. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 August 2015.
  5. Champ, Hamish (June 2003). „European Review“. Billboard. 115 (26): 20.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Rasmus&oldid=4314661“-დან