The Legend of Zelda: Breath of the Wild

2017 წლის ვიდეო თამაში

The Legend of Zelda: Breath of the Wild (იაპონ. ゼルダの伝説 ブレス オブ ザ ワイルド) — მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Nintendo-ს მიერ Nintendo Switch-ის და Wii U-ის პლატფორმებისთვის. ეს არის „The Legend of Zelda“-ს სერიის ნაწილი და მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა 2017 წლის 3 მარტს.[1]

The Legend of Zelda: Breath of the Wild
დეველოპერ(ებ)ი Nintendo EPD
გამომცემელი Nintendo
სერია The Legend of Zelda
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
  • მსოფლიოში: 3 მარტი, 2017
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ჰიდემარო ფუძიბაიასი
პროდიუსერ(ებ)ი ეიძი აონუმა
პროგრამისტ(ებ)ი
  • ტაკუჰირო დოჰტა
  • კენძი მაცუტანი
  • ჰიროსი უმემია
მხატვარი სატორუ ტაკიძავა
სცენარისტი აკიჰიტო ტოდა
კომპოზიტორი
  • მანაკა კატაოკა
  • იასუაკი ივატა

სიუჟეტი მიმდინარეობს ამნეზირებული მთავარი გმირის, ლინკის გარშემო, რომელსაც ასწლიანი ძილის შემდეგ აღვიძებს იდუმალი ხმა და მიუძღვება მას გენონის დასამარცხებლად, რომელიც ჰაირულის სამეფოს ემუქრება განადგურებით.

თამაშმა ნაწილობრივ გადაუხვია სერიის ტრადიციული ელემენტებიდან და მოიცავს ღია სამყაროს გეიმპლეის, დეტალიზირებულ ფიზიკურ ძრავას, მაღალი გარჩევადობის ვიზუალურ ეფექტებს. მისი ტერიტორია დაახლოებით 12-ჯერ აღემატება „Twilight Princess“-ის ტერიტორიას.[2] ორიგინალი „The Legend of Zelda“-ს მსგავსად მოთამაშე იმყოფება ისეთ სამყაროში, სადაც წარმოდგენილია მცირე რაოდენობით ინტრუქცია და ეძლევა საშუალება თავისი სულისამებრ გადაადგილდეს თამაშის სამყაროს ნებისმიერ წერტილში და გამოიკვლიოს ის.[3]

თამაში დაანონსდა 2013 წელს და დაგეგმილი იყო Nintendo Wii U-ის პლატფორმისთვის. შემდეგ წელს ნინტენდომ აჩვენა თამაშის კადრები მაღალი გარჩევადობით Electronic Entertainment Expoს 2014 წლის ცერემონიაზე.[4][5] თავდაპირველად მისი გამოშვება იგეგმებოდა 2015 წლისთვის, თუმცა საბოლოოდ თამაში გამოვიდა 2017 წლის 3 მარტს. ცოტა მოგვიანებით, 2017 წლის 3 ივნისს თამაშისთვის გამოვიდა ორი დამატება: „The Master Trials“ და „The Champions“.[6]

Breath of the Wild“-მა მიიღო უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. ის მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად.[7][8] და გადაეცა უამრავი ჯილდო სხვადასხვა ცერემონიებზე.[9][10][11] კრიტიკოსებმა ძირითად შეაქეს თამაშის ღია სამყაროს გეიმპლეი.[12][13] უმნიშნველო კრიტიკა მიიღო ტექნიკური შეცდომების გამო, რომელიც გამოსწორდა განახლებების მეშვეობით. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე Nintendo Switch-ის ვერსია ფლობს 97/100,[14] ხოლო Wii U — 96/100.[15] 2022 წლის მონაცემით მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 27 მილიონი ასლის ოდენობით, რითაც იქცა სერიის ყველაზე გაყიდვად თამაშად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Евгений Кожевников. The Legend of Zelda: Breath of the Wild получила дату релиза. Игромания.
  2. Goldfarb, Andrew. (14 ივნისი, 2016) E3 2016: Zelda: Breath of the Wild’s Open World is 12 Times Bigger than Twilight Princess. Ziff Davis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი, 2016. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2016.
  3. George, Richard. (23 იანვარი, 2013) New HD Zelda Revealed for Wii U. IGN. Ziff Davis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი, 2013. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2014.
  4. Boxer, Steve. Nintendo at E3: Zelda and Star Fox for Wii U a much-need shot in the arm (10 ივნისი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი, 2014. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2015.
  5. Farokhmanesh, Megan. (10 ივნისი, 2014) New Legend of Zelda game for Wii U coming in 2015. Polygon. Vox Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი, 2014. ციტირების თარიღი: 16 ინვისი, 2014.
  6. Kuchera, Ben. (13 ივნისი, 2017) See Zelda: Breath of the Wild's two expansions in action.
  7. The Legend of Zelda: Breath of the Wild Declared As The Greatest Game of All Time By EDGE Magazine «  GamingBolt.com: Video Game News, Reviews, Previews and Blog en-US. ციტირების თარიღი: 2017-09-02
  8. Persona 5 Voted As The Greatest Game of All Time By Famitsu Magazine «  GamingBolt.com: Video Game News, Reviews, Previews and Blog en-US. ციტირების თარიღი: 2017-09-02
  9. Devore, Jordan. (22 ივნისი, 2016) And Destructoid's E3 2016 Game of the Show was.... დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი, 2016. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2016
  10. 2016 Winners. Game Critics Awards (ივლისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2015. ციტირების თარიღი: 5 ივლისი, 2016
  11. Makuch, Eddie. (16 ნოემბერი, 2016) All the 2016 Game Awards Nominees. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2017. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2016.
  12. Otero, Jose. (March 2, 2017) The Legend of Zelda: Breath of the Wild Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2017.
  13. „The Legend of Zelda: Breath of the Wild“. Edge. Future (304): 104–107. აპირლი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  14. The Legend of Zelda: Breath of the Wild for Switch Reviews. Metacritic. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2017.
  15. The Legend of Zelda: Breath of the Wild for Wii U Reviews. Metacritic. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2017.