The Elder Scrolls IV: Knights of the Nine
The Elder Scrolls IV: Knights of the Nine — როლური ვიდეო თამაშის The Elder Scrolls IV: Oblivion-ის ოფიციალური დამატება, რომელიც შექმნა და გამოსცა კომპანია Bethesda Softworks-მა Ubisoft-თან თანამშრომლობით[4]. დამატება დაანონსდა 2006 წლის 17 ოქტომბერს, ხოლო გამოვიდა 2006 წლის 21 ნოემბერს. Windows-ის ვერსია ხელმსაწვდომია კომპანიის საიტზე ან Oblivion Downloadable Content Collection CD-კომპლექტაციის შეძენის შემთხვევაში, რომელშიც, ასევე შედის ობლივიონის ყველა მანამდე გამოცემული დამატება. Xbox 360-ის ვერსია ხელმისაწვდომი არის Xbox Live Marketplace-ის მეშვეობით, ხოლო რაც შეეხება PlayStation 3-ს, აღნიშნული დამატება თან ახლავს ორიგინალ თამაშს.
The Elder Scrolls IV: Knights of the Nine | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Bethesda Softworks |
გამომცემელი |
Bethesda Softworks Ubisoft |
სერია | The Elder Scrolls |
ძრავა | Gamebryo |
პლატფორმ(ებ)ი |
Windows Xbox 360 PlayStation 3 |
გამოსვლის თარიღი |
Xbox 360, Windows (საცალო) ჩრდ.ამ. 21 ნოემბერი, 1997 ავს 23 ნოემბერი, 1997 ევრ 24 ნოემბერი, 1997[1] Windows (გადმოტვირთვა) 4 დეკემბერი, 2006[2][3] |
ჟანრ(ებ)ი | Action RPG |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
Knights of the Nine-ის ისტორია მიმდინარეობს ამავე სახელწოდების ფრაქციის გარშემო, რომელიც ცდილობს მოიპოვოს "ჯვაროსანთა რელიქვიები", რისი საშუალებითაც შესაძლებელი არის ჯადოქარი მეფის, უმარილის დამარცხება, რომლის მიზანი არის თამაშის შვიდ ღვთაებაზე შურის ძიება[5].
Knights of the Nine-ის არის ღია სამყაროს როლური ვიდეო თამაში. იგი ორიგინალი თამაშისგან თითქმის არაფრით განსხვავდება: გეიმპლეი, დიზაინი, მანევრები და ინტერფეისი უცვლელია[6][7]. მასში შესაძლებელი არის საკუთარი პერსონაჟის შექმნა, სამყაროს ნებისმიერ წერტილში გადაადგილება, ტერიტორიების გამოკვლევა და ძირითადი დავალებების გადადება განუსაზღვრელი ვადით[6][8]
თამაში დადებითად მიიღო სათამაშო პრესამ. მიუხედავად იმისა, რომ მექანიკაში მცირედი ცვლილებები არის შეტანილი, რეცენზენტებმა იგი გააკრიტიკეს მოკლე ხნიანობის გამო, თუმცა შეაქეს სიუჟეტი. საერთო მიმოხილვების საიტ Metacritic-ზე, Xbox 360-ის ვერსია ფლობს 100-დან 86 ქულას (8 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[9], PC-ის ვერსია კი - 100-დან 81 ქულას (12 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[10]. ხოლო რაც შეეხება GameRankings-ს, Knights of the Nine საერთო შეფასება შეადგენს 100-დან 84 ქულას (12 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[11].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The Elder Scrolls IV: Knights of the Nine Release Summary. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-08-31.
- ↑ Rose, Alan. (2006-11-22) Knights of the Nine screens, availability update. Joystiq. ციტირების თარიღი: 2007-08-31.
- ↑ Sinclair, Brendan. (2006-09-11) Retail Radar: Oblivion expansion, Bully and Splinter Cell collector's editions. GameSpot. ციტირების თარიღი: 2007-08-31.
- ↑ Bethesda Softworks Announces Knights of the Nine for Xbox 360 and Windows. Bethesda Softworks (2006-10-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-23. ციტირების თარიღი: 2007-07-06.
- ↑ The story of Knights of the Nine. The Elder Scrolls IV: Knights of the Nine. Bethesda Softworks. Reprinted in The Imperial Library (2006-11-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-13. ციტირების თარიღი: 2010-10-18.
- ↑ 6.0 6.1 Kasavin, Greg. (2006-12-04) The Elder Scrolls IV: Knights of the Nine for PC Review. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-28. ციტირების თარიღი: 2007-08-31.
- ↑ Newton. (2007-01-08) Review: The Elder Scrolls IV: Knights of the Nine. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-11. ციტირების თარიღი: 2007-08-31.
- ↑ Purchese, Rob. (2006-11-27) Review - The Elder Scrolls IV: Oblivion - Knights of the Nine. Eurogamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-08-31.
- ↑ Elder Scrolls IV: Knights of the Nine, The (Xbox 360) Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-08-31.
- ↑ Elder Scrolls IV: Knights of the Nine, The (PC) Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2007-08-31.
- ↑ The Elder Scrolls IV: Knights of the Nine Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-18. ციტირების თარიღი: 2007-08-31.