The Best of King
The Best of King — ირაკლი ჩარკვიანის 2014 წლის კომპილაციური ალბომი.
The Best of King | ||||
---|---|---|---|---|
საუკეთესო ჰიტების ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 24 ივნისი 2014[1] | |||
ჩაიწერა | 68:19 | |||
ლეიბლი | Bravo Records | |||
ირაკლი ჩარკვიანი — ქრონოლოგია | ||||
|
კომპილაციაში შეტანილია ირაკლი ჩარკვიანის ყველა დროის რჩეული თერთმეტი ჰიტი და ასევე მსმენელისთვის ნაკლებად ცნობილი 5 ბონუს სიმღერა.[2] გარდა საუკეთესო და ბონუს მუსიკალური ნაწარმოებებისა, CD ალბომის დიზაინი განსხვავებული და ორიგინალური ფორმით არის წარმოდგენილი, რომლის კონცეფცია ქეთათო ჩარკვიანს და დავით მაჭავარიანს ("კაკადუ") ეკუთვნის. ალბომის ტირაჟი სპეციალური შეკვეთით უკრაინაში დაიბეჭდა.[2] ალბომს თანდართული აქვს მინი კატალოგი, რომელიც აწყობილია ირაკლის საუკეთესო ლექსებით, ექსკლუზიური ფოტოებით და ჩანაწერებით. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, PSP-ის [3] Caucasus Online-ის[4] და ლეიბლ Bravo Records-ის მიერ.[2]
„ამ პროექტის სახით შევეცადეთ მსმენელისათვის კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ერთადერთი და განუმეორებელი, თავისუფლად მოაზროვნე და მეამბოხე სულის მქონე, უნიკალური ხელოვანის - ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება. გარდა განსხვავებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხმის ტემბრისა, ირაკლის მიერ დაწერილ მუსიკაში და ტექსტებში იგრძნობა უდიდესი პროტესტი არსებული რეალობის მიმართ. ირაკლი იმ უიშვიათეს მუსიკოსთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელთა შემოქმედება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური და ახალგაზრდა თაობებისათვის უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ამ პროექტის განხორციელების იდეის ავტორები და უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ამ ალბომზე მუშაობას. ვფიქრობთ, რომ თანამედროვე ქართულ მუსიკაში ისეთი მოვლენის, საუკეთესო სიმღერებისა და ლექსების კრებული, რითიც მოღვაწეობის ბოლო პერიოდში "მეფე" იყო ცნობილი, ყველა ჭეშმარიტი მუსიკის მოყვარულის პირად კოლექციაში უნდა არსებობდეს.“
| |
(ზაზა შენგელია, Bravo Records-ის პრეზიდენტი [2])
|
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — ირაკლი ჩარკვიანი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „მენატრება“ | 5:28 |
2. | „ქაღალდის გემი“ | 4:42 |
3. | „მოდი აქ“ | 5:38 |
4. | „ნანასი“ | 5:16 |
5. | „აფრენ“ | 3:59 |
6. | „ვიცი, რომ“ | 3:24 |
7. | „Wooden Monkey“ | 2:50 |
8. | „სულს“ | 4:59 |
9. | „გამარჯობა დრო“ | 5:23 |
10. | „მანგო“ | 4:01 |
11. | „წყალს“ | 3:07 |
დამატებითი სიმღერები | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
12. | „მაწონი“ | 4:22 |
13. | „Hey Bird“ | 1:46 |
14. | „Special“ | 3:58 |
15. | „კაია“ (რემიქსი: დათო მაჭავარიანი (კაკადუ) | 5:04 |
16. | „დრო“ (მუსიკა: კახა ცისკარიძე; ტექსტი: ირაკლი ჩარკვიანი) | 3:54 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 24 ივნისს ირაკლი ჩარკვიანის ალბომის - ”The best of King” პრეზენტაცია გაიმართება, რეპორტიორი, 23 ივნისი, 2014
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ირაკლი ჩარკვიანის ალბომი - "The best of King" გამოდის, Primetimenews, 23 ივნ 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2014.
- ↑ Newsday, 21 მარტი 2014[მკვდარი ბმული]
- ↑ The Best of King, Caucasus Online, 24 ივნისი, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-04. ციტირების თარიღი: 2014-10-29.