ზაზა შენგელია
ზაზა ოთარის ძე შენგელია (დ. 22 მაისი, 1963) — ქართველი ჟურნალისტი. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარე 1999-2005 წლებში. ისტორიის მეცნიერების კანდიდატი (1999). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი 1985 წელს იყო რეზო თაბუკაშვილის სახელობის ქართულ-უცხოური კულტურის ურთიერთობის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე 1990-1991 წლებში, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერვიზიას“ გენერალური დირექტორი 1992-1994 წლებში. 1994-1995 წლებში სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივნის მოადგილე; 1995-1996 წლებში იყო თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი; 1996-1999 წლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
ზაზა შენგელია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 მაისი, 1963 |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, პოლიტიკოსი |