The Beatles: Rock BandHarmonix Music Systems-ის მიერ შემუშავებული და MTV Games-ის მიერ გამოცემული მუსიკალური ვიდეო თამაში, რომელსაც ავრცელებს კომპანია Electronic Arts. იგი გამოვიდა 2009 წლის 9 სექტემბერს, The Beatles-ს ალბომების ახალ რემასტერინგებთან ერთად.

The Beatles: Rock Band

თამაშის პოსტერი
დეველოპერ(ებ)ი Harmonix (PS3/Xbox 360)
Pi Studios (Wii)
გამომცემელი MTV Games
სერია Rock Band
პლატფორმ(ებ)ი PlayStation 3, Wii, Xbox 360
გამოსვლის თარიღი 9 სექტემბერი 2009
ჟანრ(ებ)ი რითმული თამაში
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
დიზაინერ(ებ)ი კრის ფოსტერი, სილვენ დუბროვსკი, კეისი მელოუნი
შეფასება ESRB=T (მოზარდები)
PEGI=12
მედია Blu-ray, DVD, Wii ოპტიკური დისკი

თამაში წარმოადგენს რიგით მესამე გამოცემას სერიაში Rock Band. ძირითადი სიუჟეტური ხაზი მას არ აქვს. მოთამაშეს შეუძლია The Beatles-ის 45 სიმღერის არჩევა და მის ფონზე ვირტუალური ინსტრუმენტებით საკუთარი პარტიების შესრულება. ასევე ხელმისაწვდომი არის გადმოტვირთვადი კონტენტი, რომელიც მოიცავს ამავე ჯგუფის დამატებით მუსკალურ ნაწარმოებებს.

თამაში გამოვიდა კომპანიის Apple Corps, პოლ მაკ-კარტნის, რინგო სტარის, ჯორჯ ჰარისონის შვილ დანის და ჯაილზ მარტინის, ჯორჯ მარტინის შვილის ზედამხედველობით.

The Beatles: Rock Band დადებითად მიიღო სათამაშო პრესამ. საერთო განხილვების საიტებზე GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 90%[1] და 89/100.[2] 2010 წლის ოქტომბრის მონაცემით, საერთო ჯამში გაყიდულია თამაშის 3 მილიონი ეგზემპლარი.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Beatles: Rock Band Wii Score. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-26. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2011.
  2. The Beatles: Rock Band Xbox 360 Score. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-16. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2009.
  3. Interview: Alex Rigopulos. Edge (2010-10-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი, 2010. ციტირების თარიღი: 2010-10-08.