The B-52's — ამერიკული ახალი ტალღის ჟანრის ჯგუფ The B-52's-ის სადებიუტო ალბომი, გამოცემული 1979 წლის 6 ივლისს. კიჩური ტექსტებით და განწყობით, მიმზიდველი ჰარმონიებით, ჯგუფმა მოიპოვა მსმენელები, ხოლო ალბომის სინგლები ჩარტების სათავეებში მოექცა. დისკის გარეკანის ავტორია ტონი რაიტი (მითითებული, როგორც Sue Ab Surd).
The B-52'sBillboard 200-ის 59-ე პოზიციამდე ავიდა[3], ხოლო სინგლი „Rock Lobster“ ცხელ ასეულში 56-ე იყო.[4] 2003 წელს ტელეარხ VH1-ის მიერ The B-52's ყველა დროის უდიდესი ალბომების სიაში 99-ედ დასახელდა. ცნობილია, რომ The B-52'sჯონ ლენონს მოსწონდა.[5] 1995 წლის წიგნში „ალტერნატიული მუსიკის ალმანახი“ ავტორი ალან კროსი ალბომს ასახელებს 10 კლასიკური ალტერნატიული ალბომის სიის #9 პოზიციაზე. 2003 წელს The B-52's მოხვდა Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის #152 ადგილზე.[6]
The B-52's-ის შეფასებები ძირითადად კეთილგანწყობილი იყო. კრიტიკოსებს მოსწონდათ მისი კიჩური ტექსტები და საზეიმო ატმოსფერო.[1][16]Allmusic-ის ჟურნალისტი სტივენ თომას ერლეუაინი წლების შემდეგ ალბომს ანიჭებდა 5-დან 5 ვარსკვლავს[1]. Rolling Stone-ის შეფასებაც ასეთივე იყო - იგი წერდა, რომ „საუკეთესო პატარა საცეკვაო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ როკ-ენ-როლი კვლავ აქტუალურია, თუკი იგი სექსზე და თმებზეა და სხეულის მოძრაობაზე.“[10] კრიტიკოს რობერტ კრისტგოუს მიმოხილვაში ალბომს მინიჭებული ჰქონდა „A-“, რომელიც მოგვიანებით „A“ ქულით შეიცვალა.[7]Slant-მა დისკი 5-დან 4 ვარსკვლავით აღნიშნა.[13]