ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


Szomszédok (ქართ. მეზობლები) — უნგრული სატელევიზიო სერიალი, რომელიც გადიოდა 19871999 წლებში. სერიალის ფინალური სერია ეთერში გავიდა 1999 წლის 31 დეკემბერს.[1] სერიალი გადიოდა სახელმწიფო მაუწყებელ Magyar Televízió-ზე (უნგრეთის ტელევიზია) ყოველ ორ კვირაში ხუთშაბათს საღამოს. სერიალი საკმაოდ პოპულარული იყო და 1998 წელს მას ყოველთვიურად თითქმის 1 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.[2] თუმცა, სერიალმა დაიწყო პოპულარობის დაკარგვა ათწლეულის ბოლოს ეთერში უცხოური სატელევიზიო სერიალების შემოსვლის გამო და საბოლოოდ სერიალი დასრულდა 1999 წელს.

Szomszédok
შეიმუშავა ადამ ჰორვატი
მონაწილეობენ
  • ფერენც ზენტე
  • იუთი კომლოსი
  • ილონა ივანჩიჩი
  • კაროლი ნამჩეკი
  • იანოს კულკა
  • ევა ორკინი
  • ანიტა აბელი
  • ედიტ ფრაიდი
ქვეყანა უნგრეთი
ენა უნგრული
სერია 331
წარმოება
ხანგრძლივობა 30 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი Magyar Televízió
ეთერში 1987 წლის 7 მაისი1999 წლის 31 დეკემბერი

სერიალი სამი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლებიც ბუდაპეშტის გაზდაგრეტში ახალ აშენებულ საცხოვრებელ ბინაში გადავიდნენ. პირველი ოჯახია ვაგასისების, რომლებიც ახალგაზრდა წყვილი არიან. ისინი ნათესავის ბინიდან საკუთარ ბინაში გადავიდნენ. ტაკაჩების ოჯახი პენსიონერი წყვილია, რომლებსაც ძველი სახლი M0 მაგისტრალის მშენებლობის გამო დაუნგრიეს. ისინი შვილიშვილთან, ალმასთან ერთად ცხოვრობენ. მაგენჰაიმსების ოჯახი შედგება შუახნის წყვილისგან, ექიმი ქმარი, კოსმეტოლოგი ცოლი და მათი თინეიჯერი ქალიშვილი. სერიალში წარმოდგენილია სხვა ადამიანებიც, რომლებიც ცხოვრობენ კორპუსში.

სერიალის შესახებ

რედაქტირება

სერიალი გახლავთ საპნის ოპერა, რომელიც ეხება ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ გაზდაგრეტში. სერიალის გმირები დროთა განმავლობაში სიღრმისეულად იქნა გამოკვლეული: დაწყებული ხანდაზმული პენსიონერებიდან, დასაქმებული საშუალო ასაკის პროფესიონალებით, მომავალი ახალგაზრდებით და თინეიჯერებით. სერიალის იდეა დაიბადა BBC-ის East Enders-დან, მაგრამ Szomszédok უფრო მეტად ფოკუსირებულია გმირებზე.[3] სერიალში მონაწილეობდა 2000-ზე მეტი მსახიობი და დამატებითი პერსონალი სერიალის 331 ეპიზოდის განმავლობაში.

Szomszédok ხშირად განიხილება ერთგვარი პერიოდის ნაწილად, რომელიც მოიცავს კომუნისტური ეპოქის ბოლო რამდენიმე წელს, დემოკრატიულ რევოლუციას ქვეყანაში და უნგრეთის ახალი საბაზრო ეკონომიკის დასაწყისს.

სერიალის ყოველი სერიალი ეხებოდა იმ დღის მნიშვნელოვან თემებსა და საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენდა უნგრეთში ადამიანების ცხოვრებაზე. ეს მოიცავდა პოლიტიკას, მიმდინარე ეკონომიკურ ლიბერალიზაციას და ისეთ თემებს, როგორიცაა ნარკომანია, ორგანიზებული დანაშაული და პერსონალური კომპიუტერების დადგმა სახლში. თუმცა პოლიტიკური საკითხები ძალიან ფრთხილად და გაკვრით იყო განხილული. მაყურებელს შეეძლოთ პერსონაჟებში საკუთარი თავის იდენტიფიცირება, რადგან ისინი ებრძოდნენ და განიხილავდნენ იგივე საკითხებს, რასაც მოქალაქეები. სწორედ ამან მისცა სერიალს პოპულარობა.

სერიალში უნგრულ სამაუწყებლო მედიაში პირველი გეი პერსონაჟი გამოჩნდა, მამაკაცი პარიკმახერი, რომლის პერსონაჟმაც მთელ ქვეყანაში პოპულარობა მოიპოვა.[4]

გადასაღები მოედანი

რედაქტირება
 
Gazdagrét, სადაც სიუჟეტი ვითარდება, 2017 წელს

სერიალის გადაღების მთავარი ადგილი იყო Csiki-hegyek-ის ქუჩა 1, სადაც სერიალის მწარმოებელმა ჯგუფმა ჯერ იქირავა, შემდეგ კი მთელი სართული იყიდა. ალმას კაფე მდებარეობდა XII ოლქში, ალკოტას ქუჩის és Tartsay Vilmos კუთხეში.[5]

გამეორება

რედაქტირება

სერიალის დასრულებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, Szomszédok განმეორებით გადიოდა M1-ზე (უნგრეთის სახმელეთო სამაუწყებლო საზოგადოებრივი ტელევიზია) 2015 წლის 13 მარტამდე. განმეორებას თან ახლდა კომპიუტერული ტექსტის ჩანართები, სადაც ახსნილი იყო სერიალში წამოჭრილი თემები, მაგალითად: რა ღირდა პური იმ დროს ან რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ დროს ხსენებულ კონკრეტულ საზოგადო მოღვაწეს (ძირითადად ახალგაზრდებისათვის).[6] სერიალის თავდაპირველმა მსახიობმა და რეჟისორმა საჯაროდ გააპროტესტა ეს და ჩანართები რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ შეწყდა. სერიალი ასევე გავიდა M1-ის საკუთრებაში არსებულ არხზე M3. დღესდღეობით სერიალს არ ჰყავს ბევრი მაყურებელი, რადგან მაყურებლების დიდი ნაწილი უყურებს მის ანალოგს, Barátok közt-ს, რომელიც წარმოებულია RTL Klub ტელევიზიის მიერ.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Élet a Szomszédok után. Origo (2005-08-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-15. ციტირების თარიღი: 2021-03-12
  2. A szappanoperák genezise és analízise II. hu. Médiakutató (2001). ციტირების თარიღი: 2021-03-12
  3. Surányi, Márton (2017). „: Kicsit keserű, kicsit szürke...“ (PDF). Filmszem (უნგრული). 7 (2).
  4. A Szomszédok utat tört a melegeknek. Origo (2009-07-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-14. ციტირების თარიღი: 2021-03-12
  5. Így néznek ki ma a Szomszédok legendás helyszínei, az utolsó rész után 20 évvel (page 1). szeretlekmagyarorszag.hu. ციტირების თარიღი: 2021-03-12
  6. Szomszédok retro: a vakmerő kísérlet. Origo (2005-09-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-21. ციტირების თარიღი: 2021-03-12
  7. 22 év után véget ér a Barátok közt. promotions.hu. ციტირების თარიღი: 2021-03-12
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Szomszédok_(სერიალი)“-დან