Supergrass
Supergrass — ინგლისური როკ-ჯგუფი ოქსფორდიდან. მასში შედიოდნენ გეზ კუმბსი (გიტარა, წამყვანი ვოკალი), რობ კუმბსი (კლავიშებიანები, ბეკ-ვოკალი), მიკ კუინი (ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი) და დენი გოფი (დასარტყმელი საკრავები, ბეკ-ვოკალი).
Supergrass | |
---|---|
მარცხნიდან მარჯვნივ: გეზ კუმბსი, დენი გოფი და მიკ კუინი, ლონდონი, 2008 | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | უიტლი, ოქსფორდშირი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, ბრიტპოპი, ინდი-როკი |
აქტიური | 1993–2010 |
ლეიბლ(ებ)ი | Parlophone, Sub Pop, Backbeat, Island Def Jam, Capitol, Supergrass, Cooking Vinyl |
ყოფილი წევრები |
გეზ კუმბსი დენი გოფი მიკ კუინი რობ კუმბსი |
საიტი | supergrass.com |
Supergrass ვიკისაწყობში |
გეზმა, მიკმა და დენიმ ჯგუფი 1993 წელს ჩამოაყალიბეს, ხოლო გეზის ძმა, 2002 წელს შეუერთდა. 1994 წელს მათ გააფორმეს კონტრაქტი Parlophone-თან და გამოსცეს I Should Coco (1995), რომელიც The Beatles-ის Please Please Me-ს შემდეგ ყველაზე გაყიდვადი სადებიუტო ალბომი იყო. მსოფლიო ჰიტად იქცა მისი მეოთხე სინგლი „Alright“. ამის შემდეგ ჯგუფმა გამოსცა ხუთი ალბომი - In It for the Money (1997), Supergrass (1999), Life on Other Planets (2002), Road to Rouen (2005) და Diamond Hoo Ha (2008), ისევე, როგორც კომპილაცია Supergrass is 10 (2004).
2009 წლის აგვისტოში ჯგუფი ლეიბლ Cooking Vinyl-ზე გადავიდა და დაიწყო მეშვიდე ალბომ Release the Drones-ზე მუშაობდა. თუმცა, 2010 წლისთვის, როდესაც კოლექტივი მუსიკალური და შემოქმედებითი უთანხმოებების გამო დაიშალა, იგი არ გამოცემულა.[1] უკანასკნელი კონცერტი გამართეს პარიზში, 2010 წლის 11 ივნისს.[2]
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- I Should Coco (1995)
- In It for the Money (1997)
- Supergrass (1999)
- Life on Other Planets (2002)
- Road to Rouen (2005)
- Diamond Hoo Ha (2008)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Supergrass“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Supergrass to split after 17 years. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი, 2010.
- ↑ „BBC Newsbeat: Supergrass Split“. BBC News. 2010-04-12. ციტირების თარიღი: 2011-07-20.