Super Cassette Vision (იაპონ. スーパーカセットビジョン) — 8 ბიტიანი მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Epoch Co.-ის მიერ 1984 წლის 17 ივლისს იაპონიაში,[1] ევროპაში - 1984 წლის ბოლოს. ეს არის Cassette Vision-ის მემკვიდრე. როგორც მესამე თაობის კონსოლების ნაწილი, კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Famicom-ს და Sega-ს SG-1000-ს.

Super Cassette Vision

Super Cassette Vision
მწარმოებელი Epoch Co.
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მესამე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 17 ივლისი, 1984
ევრ 1984
თავდაპირველი ფასი 14,800 იაპონური იენა
გაიყიდა 400,000
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი NEC-ის 8 ბიტიანი PD7801G
მეხსიერება 128 ბაიტი RAM, 4 კბ ვიდეო RAM
გრაფიკა 309×246 გაფართოება, 16 ფერი
წინა Cassette Vision

1981 წელს Epoch-მა წარმოადგინა მისი პირველი პროდუქტი Cassette Vision, რომელსაც დაახლოებით იაპონური კონსოლების ბაზრის 70 პროცენტი ეკავა (საერთო ჯამში გაიყიდა 400,000 ასლი).[2] მაგრამ Nintendo-ს, Casio-ს და Sega-ს ახალი თაობის სისტემების გამოჩენის შემდეგ Cassette Vision-ის პოპულარობამ შესამჩნევად იკლო. შედეგად Epoch-მა სწრაფად შექმნა მორიგი პროდუქტი და გამოსცა 1984 წელს, აღჭურვილი 8 ბიტიანი NEC-ის PD7801G-ის ცენტრალური პროცესორითა[3] და 128 ბაიტი ოპეარტიული მეხსიერებით. პროდუქტი მოაგვიანებით გამოვიდა Yeno-ს სახელწოდების ქვეშ საფრანგეთში.[4] ევროპული გამოცემისთვის ხელმისაწვდომი იყო იაპონური ვერსიისთვის უკვე შექმნილი სულ მცირე 16 თამაში.[5]

1985 წელს გამოსცეს ვარდისფერი Super Lady Cassette Vision, გათვლილი მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვის, [6] რომელსაც თან მოჰყვებოდა ვიდეო თამაში „Milky Princess“.

Super Cassette Vision-მა კონკურენცია ვერ გაუწია იმ დროში არსებულ სისტემებს, რამაც 1987 წელს კომპანია Epoch-ს აიძულა დაეტოვებინა კონსოლების ბაზარი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Epoch Super Cassette Vision, https://gamesdb.launchbox-app.com, წაკითხვის თარიღი 3 დეკემბერი, 2017}}
  2. 株式会社 エポツク杜 堀江正幸氏 (pg. 9) japanese (1998). ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2017.
  3. Epoch Super Cassette Vision: Specs & Manuals. Video Game Console Library. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2017.
  4. Ma collection YENO & EPOCH Super Cassette Vision french. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2017.
  5. Shiver. (2004) YENO Super Cassette Vision french. Internet Services. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2017.
  6. Japanese Company Made Consoles For Girls, And Also Cute Toys (14 თებერვალი, 2017).