Stellaris — კოსმოსური გრანდ სტრატეგია რეალურ დროში, რომელიც შექმნა Paradox Development Studio-მა და გამოსცა Paradox Interactive. თამაში დაანონსდა Gamescom-ზე 2015 წლის 6 აგვისტოს,[3] და გამოვიდა 2016 წლის 9 მაისს.

Stellaris
დეველოპერ(ებ)ი Paradox Development Studio
გამომცემელი Paradox Interactive
ძრავა Clausewitz Engine 2
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, OS X, Linux
გამოსვლის თარიღი
  • WW May 9, 2016
[1]
ჟანრ(ებ)ი გლობალური სტრატეგია
გრანდ სტრატეგია
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი[2]
დიზაინერ(ებ)ი ჰენრიკ ფარეუსი
საიტი stellarisgame.com

თამაშის გამოსვლის შემდეგ, Paradox Development Studios-მა გამოაცხადა, რომ თამაშში მოგვიანებით იქნება დამატებები, ასევე უფასო განახლებები რომელიც გაასწორებს შეცდომებს და შემოიტანს ახალ სათამაშო შესაძლებლობებს.[4]

24 საათზე ნაკლებ ხანში თამაშის გამოსვლიდან, Paradox Interactive-მ გამოაცხადა რომ Stellaris-ის 200,000-ზე მეტი ასლი გაიყიდა, რამაც გადააჭარბა ყველა Paradox Interactive-ს წინა თამაშების გაყიდვას ამ დროის მონაკვეთში და გახდა კომპანიის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი თამაში.[5] 21 ივნისს, თამაშის 500,000 ასლი იყო გაყიდული.[6]

გეიმპლეი

რედაქტირება

თამაშის პირველი ეტაპები ყურადღებას აქცევს კოსმოსის გამოკვლევას, სხვა არსებებთან კონტაქტის დამყარებას, და მით გამოკვლევას. მოგვიანებით, ხდება სხვადასხვა პლანეტების კოლონიზაცია და კოსმოსური იმპერიების საზღვრები ნელ-ნელა ახლოვდება ერთმანეთან. თამაშის ბოლო ეტაპი უფრო წააგავს Europa Universalis IV-ის თამაშის პროცესს.[7]

თამაშის დასაწყისში შესაძლებელია მსოფლიოს შექმნა, რომელსაც შეუძლია 1000-მდე ვარსკვლავის გენერაცია, შემდეგ, მოთამაშეს შეუძლია შექმნას თავისი იმპერია და არსების ჯიში, რომელსშიც ასევე შედის ჯიშის თავისებურებების მორგება, მთავრობა, ლიდერების შექმნა, დროშა, და 3 დასაწყისის იარაღი (ჭურვი, ტყვია, ენერგია. მოგვიანებით ასევე შესაძლებელია მეტი იარაღის გახსნა ტექნოლოგიის განვითარებით), 3 სხვადასხვა სინათლის სიჩქარის მგზავრობის ტიპი, დროშა, პლანეტა და მისი კლიმატი და სხვა.

თამაშის ბოლოს შესაძლებელია "საშიში ტექნოლოგიების" გამოკვლევა, რომელიც შეიძლება სარისკო გახდეს და საშიში პირობები გამოიწვიოს როგორიცაა რობოტების შემოსევა, და სხვა.[8]

კოსმოსში დამარცხებული მტრებისგან შესაძლებელია მათი გადაკონსტრურირება და გამოკვლევა, რაც მოთამაშეს აძლევს ახალ ტექნოლოგიას და შესაძლებლობებს, ზოგი ტექნოლოგიის გამოკვლევა ნორმალური გზებით არ შეიძლება, და მხოლოდ სპეციფიკური გზებით.[9]

მიმოხილვა

რედაქტირება
 მიღება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
Metacritic 78[10]
ქულები
წყარო რეიტინგი
GameSpot 7/10[11]
PC Gamer (US) 70/100[12]

Stellaris-მა მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების სატზე Metacritic თამაში ფლობს 100/79.

Stellaris იქცა Paradox Interactive-ის ყველაზე სწრაფად გაყიდვად თამაშად. 2016 წლის 21 ივნისის მონაცემით თამაშის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 500,000 ეგზემპლარს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Stellaris&oldid=4606790“-დან