Songs of Experience (U2-ს ალბომი)

U2-ს ალბომი

Songs of Experienceირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2017 წლის 1 დეკემბერს. მისი პროდიუსერები არიან ჯეკნაიფ ლი, რაიან ტედერი, სტივ ლილიუაიტი, ენდი ბარლოუ და ჯოლიონ თომასი. იგი არის ალბომ Songs of Innocence-ის გაგრძელება. განსხვავებით აღნიშნული დისკისგან, რომელიც კოლექტივის ახალგაზრდობას ეძღვნებოდა, Songs of Experience თემატურად არის ვოკალისტ ბონოს მიერ დაწერილი წერილების კოლექცია. პირადული ხასიათის ამ ტექსტებში ასახულია „ბრძოლა მოკვდავობასთან“, რომელიც ბონომ გადაიტანა დისკზე მუშაობისას.[2]

Songs of Experience
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 1 დეკემბერი, 2017 (2017-12-01)
ჩაიწერა 2014–2017
ხანგრძლივობა 51:07
ლეიბლი Interscope, Universal Canada[1]
პროდიუსერი ჯეკნაიფ ლი, რაიან ტედერი, სტივ ლილიუაიტი, ენდი ბარლოუ, ჯოლიონ თომასი
U2 — ქრონოლოგია
Innocence + Experience: Live in Paris
(2015)
Songs of Experience
(2017)
Songs of Surrender
(2023)
სინგლები ალბომიდან Songs of Experience
  1. „You're the Best Thing About Me“
    გამოცემის თარიღი: 6 სექტემბერი 2017
  2. „Get Out of Your Own Way“
    გამოცემის თარიღი: 4 დეკემბერი 2017
  3. „Love Is Bigger Than Anything in Its Way“
    გამოცემის თარიღი: 23 აპრილი 2018
  4. „Summer of Love“
    გამოცემის თარიღი: 10 აგვისტო 2018

Songs of Experience ბონომ პირველად აღნიშნა 2014 წელს Songs of Innocence-ის გამოსვლის დღეს. სიმღერებზე მუშაობა მან დაიწყო იმავე წლის ნოემბერში, როდესაც ველოსიპედით ავარიაში მოხვდა. ტურნეს Innocence + Experience Tour პერიოდში U2 ალბომს პორტატულ სტუდიაში იწერდა. სესიები განაგრძეს 2016 წელს, წლის ბოლოსთვის კი მასალაზე მუშაობა თითქმის დასრულდა. დაგეგმილი იყო Songs of Experience-ის მეოთხე კვარტალში გამოშვება, თუმცა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის და აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე დასრულება კვლავ გადაიდო. ალბომის საერთო განწყობას მიენიჭა განსხვავებული ხასიათი. ბონომ ტექსტების ნაწილი უფრო პოლიტიზებული სახით გადაამუშავა. ვინაიდან დრო რჩებოდა, ჯგუფმა სიმღერები საკონცერტო და სტუდიური ჟღერადობისთვის მოამზადა. იგი დამატებით სხვადასხვა პროდიუსერულ მიდგომას და ხმის მიქსს იყენებდა.

2017 წლის 6 სექტემბერს გამოვიდა ალბომის პირველი სინგლი, „You're the Best Thing About Me“.

კრიტიკოსების შეფასება რედაქტირება

პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic77/100[3]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
The Daily Telegraph     [4]
Hot Press9/10[5]
Mojo     [6]
NME     [7]
Q     [8]

Songs of Experience კრიტიკოსებმა ძირითადად დადებითად შეაფასეს. Metacritic-ზე, რომელიც ქულებს ანიჭებს 100-ის ფარგლებში, მეინსტრიმული კრიტიკოსების მიმოხილვების მიხედვით, ალბომს აქვს 77 ქულა 4 მიმოხილვაზე დაყრდნობით.

სიმღერების სია რედაქტირება

სტანდარტული გამოცემა[9]
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Love Is All We Have Left“2:41
2.„Lights of Home“4:16
3.„You're the Best Thing About Me“3:45
4.„Get Out of Your Own Way“3:58
5.„American Soul“4:21
6.„Summer of Love“3:24
7.„Red Flag Day“3:19
8.„The Showman (Little More Better)“3:23
9.„The Little Things That Give You Away“4:55
10.„Landlady“4:01
11.„The Blackout“4:45
12.„Love Is Bigger Than Anything in Its Way“4:00
13.„13 (There Is a Light)“4:19
საერთო ხანგრძლივობა:51:07

სქოლიო რედაქტირება

  1. Armstrong, Megan. (1 November 2017) U2 Reveal Details Of New Album 'Songs Of Experience' and Announce 2018 North American Tour. Billboard. Billboard-Hollywood Reporter Media Group. ციტირების თარიღი: 1 November 2017.
  2. Greene, Andy. (18 September 2017) The Edge on U2's 'Songs of Experience,' Bono's 'Brush With Mortality'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 20 September 2017.
  3. Reviews for Songs of Experience by U2. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 27 November 2017.
  4. McCormick, Neil. (27 November 2017) U2's Songs of Experience is full of desperation and meaty hooks in equal measure. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 28 November 2017.
  5. Tyaransen, Olaf. „Back From the Brink“. Hot Press (2018 annual): 28–29.
  6. McNair, James (January 2018). „The letters of Paul“. Mojo (290): 86.
  7. Beaumont, Mark. Songs of Experience’ Review. Time Inc. UK. ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  8. Perry, Andrew (January 2018). „Bringing It All Back Home“. Q (380): 104–105.
  9. "Songs of Experience" by U2 on Apple Music. Apple Music (1 November 2017). ციტირების თარიღი: 1 November 2017.
  10. Songs of Experience (Deluxe Edition) by U2 on Apple Music. Apple Music (1 November 2017). ციტირების თარიღი: 1 November 2017.