Someone Saved My Life Tonight“ — ელტონ ჯონის სიმღერა და სინგლი ალბომიდან Captain Fantastic and the Brown Dirt Cowboy. სიმღერაში საუბარია მისი ავტორების, ელტონ ჯონისა და ბერნი ტოპენის რთულ ცხოვრებაზე და მუსიკალურ ბიზნესში თავის დამკვიდრებაზე. ბილბორდის ჩარტში სინგლმა #4 პოზიციას მიაღწია.

„Someone Saved My Life Tonight“
სინგლიელტონ ჯონი
ალბომიდან Captain Fantastic and the Brown Dirt Cowboy
B-მხარე „House of Cards“
გამოსვლის თარიღი 23 ივნისი 1975
ჩაიწერა ივნისი-ივლისი 1974
ჟანრი სოფტ-როკი
ხანგრძლივობა 6:45
ხმისჩამწერი ლეიბლი MCA (აშშ/კანადა)
DJM Records
ავტორ(ებ)ი ელტონ ჯონი, ბერნი ტოპენი
ელტონ ჯონი — სინგლების ქრონოლოგია
„Philadelphia Freedom“
(1975)
Someone Saved My Life Tonight
(1975)
„Island Girl“
(1975)

ტოპენის მიერ დაწერილ ტექსტში ყურადღება გამახვილებულია 1969 წელზე, პერიოდზე, როდესაც ელტონ ჯონი ჯერ არ იყო პოპულარული და იქორწინა ლინდა ვუდროუსთან. წარუმატებელ ქორწინებაზე ფიქრისას ჯონს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. იგი მეგობრებმა შეიფარეს. განსაკუთრებით დიდი სითბო გამოიჩინა ჯონ ბოლდრიმ და სწორედ მასზეა საუბარი სიმღერის სათაურში - ვიღაცამ გადამარჩინა.[1]

სიმღერის ხანგრძლივობაა 6:45. ლეიბლზე სცადეს მისი შემოკლება, მაგრამ ელტონ ჯონის ზეწოლით, უარი თქვეს ამაზე.

სიმღერა ხშირად შესრულებულა მუსიკოსის კონცერტებზე. აღსანიშნავია ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში 1980 წლის სექტემბერში წარმოდგენილი ვერსია.