Salvator Mundi
Salvator Mundi (ქართ. სამყაროს მხსნელი) — ლეონარდო და ვინჩის მიერ დაახლოებით 1500 წელს შესრულებული, იესოს, როგორც სამყაროს მხსნელის (ლათ. Salvator Mundi) გამოსახულება. იესოს აცვია რენესანსის პერიოდის ტანსაცმელი, მარჯვენა ხელით იძლევა ბენედიქციას, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს კალციტის გამჭვირვალე სფერო, რომელიც რენესანსის ეპოქაში სამყაროს განასახიერებდა.[4][5]
Salvator Mundi (სამყაროს მხსნელი) | |
---|---|
Salvator Mundi | |
ავტორი | ლეონარდო და ვინჩი |
წელი | დაახ. 1500 |
კატალოგი | 106[1] , 58, 106[2] და 40[3] |
ტიპი | ზეთი კაკლის დაფაზე. |
სიმაღლე | 65,6 |
სიგანე | 45,4 |
ქალაქი | აბუ-დაბი |
მუზეუმი | ლუვრ აბუ-დაბი |
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ეს იყო დაკარგული ორიგინალის ასლი. რესტავრაციის შემდგომ გამოიფინა ლონდონის ეროვნული გალერიის ლეონარდოს ნამუშევრების სექციაში. რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი მიიჩნევდა, რომ ის იყო ლეონარდო და ვინჩის ორიგინალი ნამუშევარი,[6] თუმცა ამ მოსაზრებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა.[7]
ის ლეონარდოს დღემდე შემორჩენილი 20-მდე ნამუშევრიდან ერთ-ერთია და ერთადერთი, რომელიც კერძო კოლექციაშია დაცული. ის 2017 წლის 15 ნოემბერს 450.3 მილიონ დოლარად აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის სახელით საუდის არაბეთის პრინცმა ბადრ ბინ აბდულამ კრისტის აუქციონზე შეიძინა,[8] რითიც ყველაზე ძვირად გაყიდულ ნახატებს შორის ახალი რეკორდი დამყარდა.[9] ნახატი გამოიფინება ლუვრ აბუ-დაბიში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Hankins, J. 1999. The Study of the Timaeus in Early Renaissance Italy. Natural Particulars: Nature and the Disciplines in Renaissance Europe. Cambridge, MA: MIT Press.
- Kemp, Martin. Leonardo da Vinci: the marvellous works of nature and man. Oxford University Press. 2006. pp. 208–9
- Kemp, Martin. Christ to Coke, How Image becomes Icon, Oxford University Press (OUP), 2011, ISBN 0199581118
- Vasari, G. Lives of the most eminent painters, sculptors, and architects. DeVere, G.C (Trans.) Ekserdijan, D.(ed.). Knopf. 1996. pp. 627–640; 710–748
- Zöllner, F. Leonardo da Vinci. The Complete Paintings and Drawings, Taschen, 2017
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Leonardo’s Salvator Mundi makes auction history, Christies.com
- Robert Simon, Leonardo da Vinci, Salvator Mundi
- Robert Simon, Leonardo da Vinci Painting Discovered, Painting Gains Attribution After Careful Scholarship and Conservation, press release, 7 July 2011
- H. Niyazi, Authorship and the dangers of consensus 11 July 2011
- Frank Zöllner, Catalogue XXXII, Salvator Mundi დაარქივებული 2019-06-04 საიტზე Wayback Machine. , pp. 440–445 and Preface to the 2017 Edition დაარქივებული 2019-06-04 საიტზე Wayback Machine. pp. 15–17.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://archive.org/details/gri_33125001303847/page/n288
- ↑ https://www.christies.com/lot/lot-6110563/?intObjectID=6110563
- ↑ Christie's Lotfinder
- ↑ Martin Kemp, Christ to Coke: How Image Becomes Icon, Oxford University Press (OPU), 2012, p. 37, ISBN 0199581118
- ↑ Video: The Last da Vinci – Christie's. ციტირების თარიღი: 16 November 2017.
- ↑ Hartley-Parkinson, Richard. (16 November 2017) Leonardo Da Vinci portrait of Jesus Christ ‘Salvator Mundi’ sells for $450,000,000.
- ↑ „Mystery over Christ's orb in $100m Leonardo da Vinci painting“. The Guardian. 19 October 2017.
- ↑ David D. Kirkpatrick (6 December 2017). „Mystery Buyer of $450 Million ‘Salvator Mundi’ Was a Saudi Prince“. New York Times. ციტირების თარიღი: 12 December 2017.
- ↑ Bought a $450M painting? In NY, don't worry about the tax. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 9 December 2017